მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს მიერ, დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების პროგრამული ასიგნებების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - ყოფილი ტუბსანატორიული ბაღის შენობა (მის. ქუთაისი, მიქელაძე-მეველის მესამე შესახვევი, #15ა), მიმდინარეობს შენობის სახურავის ნაწილობრივი გადახურვის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის სახურავის 200 კვ.მ ფართობის ტოლით (რუბეროიდი) გადახურვა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში, 2020 წლის 22 სექტემბერს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ ყურადღება გაამახვილა არსებულ ეპიდ. მდგომარეობაზე და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს მოუწოდა მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ვირუსის გავრცელების პრევენციასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების მიმდინარეობა, მათ შორის: დევნილთა  ჩასახლების ობიექტებისათვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერებისა და სადეზინფექციო სითხის გადაცემის საკითხი, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა, ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემის პროცესი და სხვა მიმდინარე საკითხები. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებმა ასევე  წარმოადგინეს ინფორმაცია გაწეული საქმიანობის, მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

 

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების მიმდინარეობის/შედეგების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს მიერ დამატებით წარმოდგენილი მასალები დევნილთა საცხოვრებელი შენობების შესახებ (სამი ობიექტი). კომისიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, წარმოდგენილი ობიექტების მდგომარეობის შესწავლისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ადგილზე იქნან მივლინებული კომისიის წევრები და დარგის სპეციალისტები.

2020 წლის 8 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერი - გოჩა კურდღელია, ფოთის მუნიციპალიტეტში, ნატო ვაჩნაძის ქ. N24-ში (ყოფილი საბავშვო ბაგა-ბაღი) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ. შეხვვედრაზე მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც,  აღნიშნულ შენობას ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შეხვედრაზე ასევე მოსმენილ და განხილულ იქნა დევნილთა მიერ დასმული ყოფითი საკითხები, რის შესახებაც მათ  მიეწოდათ ინფორმაცია და გაეწიათ  შესაბამისი კონსულტაციები.

2020 წლის 31 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,ერთი სამუშაო დღე ტერიტორიულ ორგანოში“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გურამ მისაბიშვილი გაეცნო სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეულ მუშაობას, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისგან მიეწოდა ინფორმაცია მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

დღის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა სადაც განხილული იქნა რიგი საკითხები, კერძოდ:

  1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების პროცესის მიმდინარეობისა და შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ურთიერთობის შესახებ;
  2. დევნილი მოსახლეობის სოციალური საკითხების შესაწავლისა და ბენეფიციართათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;
  3. დევნილთა საცხოვრებელი შენობებში მცირეფასიანი და გადაუდებელი და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
  4. ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობისა და 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;
  5. ტერიტირიული ორგანოს ახალ ოფისში მიმდინარე და დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ.

 

შემაჯამებელ შეხვედრაზე ინფორმაციები წარადგინეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა კოტე ბასარიამ, ტერიტორიული ორგნოს ხელმძღვანელის მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავამ, ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა ბესიკ გეგიამ, სამსახურის უფორისის მოადგილე რამაზ აბლოთიამ, ამავე სამსახურის სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსმა გიორგი რიგვავამ და ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა გელა ბეჭვაიამ.

შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება და არსებობს მზაობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში დევნილი მოსახლეობისთვის გასვლითი მიღებების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში ადგილზე განხორციელდება დევნილებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა.

შეხვედრის ბოლოს გაანალიზდა ზემოთ ხსენებულ სფეროებში გაწეული მუშაობა და დაისახა სამომავლო გეგმები, რის შემდგომაც გურამ მისაბიშვილი გაეცნო ტერიტორიული ორგანოს ოფისში მიმდინარე და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.

საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოსთან არსებული მუდმივმოქმედი მცირე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ, პროგრამის ფარგლებში ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა #109, ყოფილი მე-7 სკოლის პირველ კორპუსში, სადაც აფხაზეთიდან კომპაქტურად განსახლებული დევნილები ცხოვრობენ, მიმდინარეობს შენობის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებელი სამუშაოები;
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის საერთო მოხმარების საკანალიზაციო სისტემაზე არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი და ახალი მილების მონტაჟი.

 

მიმდინარე წლის 2 სექტემბერს სამინისტროში ჩატარდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის“ მორიგი სხდომა. სამუშაო პროცესში, ონლაინ-რეჟიმის ფარგლებში მონაწილეობდნენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.

სხდომის თავმჯდომარემ ბატონმა კონსტანტინე კუჭუხიძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში COVID 19-ის კუთხით არსებულ ვითარებაზე და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, უზრუნველყონ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, ასევე, სამოქმედო რეგიონებში მოქალაქეთა ინფორმირებულობა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვისა და აზრთა შეჯერების შედეგად, კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო ხუთი (5) ობიექტთან დაკავშირებით.

  • ქ. რუსთავი, ბოსტან ქალაქის ქუჩა N1
  • ქ. რუსთავი, კოსტავას ქ.N35
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახალსოფელი (ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინები),
  • ფოთის მუნიციპალიტეტი, ნ. ვაჩნაძის ქ. N24 (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა);
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ყოფილი კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის შენობა.

 

კომისიის გადაწყვეტილებით, უმოკლეს ვადებში, განხორციელდება სამუშაოების შესყიდვის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და ელექტრონული ტენდერის გამოცხადება.

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოსთან არსებული მუდმივმოქმედი მცირე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ ქ. ბათუმში, აფხაზეთის ქუჩა #22 - ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
განხორციელდა შენობის ოთხ საერთო მოხმარების საკანალიზაციო სისტემაზე არსებული დაზიანებული მილების დემონტაჟი და ახალი მილების მონტაჟი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ბატონი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ქ. რუსთავში, კოსტავას # 35 მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მინისტრი ადგილზე გაეცნო შენობაში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას და მათთან ერთად იმსჯელა არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრისას დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია შენობაში სარემონტო (აღდგენითი) სამუშაოების ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმდევი შედეგების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა, ბატონმა კონსტანტინე კუჭუხიძემ, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან დავით ძალამიძესთან ერთად ქ. რუსთავში, ლომოურის #6 მდებარე კომპაქტურად განსახლების ადგილას მცხოვრებ შ.შ.მ დევნილ ქალბატონს გადასაადგილებელი ეტლი გადასცეს.

აღნიშნული ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ დადებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტში აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა დავით ძალამიძემ და დევნილთა, ეკონიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შიდა-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსმა ოთარ სრესელმა ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ზაალიშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ქ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში კომპატურად მცხოვრები დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შესახებ და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. 

ასევე გაიმართა შეხვედრები ქ. ბორჯომში კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებთან, რომელთაც გაეწიათ საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება.

 

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოსთან არსებული მუდმივმოქმედი მცირე სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების კომისიის მიერ ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ.#21 - ში მდებარე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.
განხორციელდა შენობის 100 კვ.მ დაზიანებული სახურავის შეკეთება.