მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

ახალი კორონა ვირუსის Covid 19-ის გავრცელევის პრევენციის მიზნით და დაწესებული რეგულაციების თანახმად, მიმდინარეობს კედელზე დასამაგრებელი დისპენსერების და სადეზინფექციო ხსნარებით უზრუნველყოფა, ქ.თბილისში დევნილთა განსახლების განსაკუთრებული საჭიროების მქონე ობიექტებში.

 

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ქ. ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. ყოფილ ,,რაიონულ საავადმყოფოში ‘’ ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 33 ოჯახი, 41 პირი. 33 არის სოციალურად დაუცველი. დევნილები ითხოვენ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას. საცხოვრებელ შენობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა დევნილთა წარმომადგენელს შენობის სადარბაზოში დასამონტაჟებლად ჰიგიენური საშუალების დისპენსერები და სადეზინფექციო ხანარი გადასცეს. ასევე, გააცნეს პანდემიის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. შეხვედრას

ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ ბოკუჩავა და დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზაალ ელიავა.

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაიმართა  შეხვედრა დევნილთა ჩასახლების ობიექტში ქ. ქუთაისი, ყოფილი სამხედრო ლიცეუმი (მისამართი: ქ. ქუთაისი, ხარებავას #52) იგპ-თა ოჯახთა/პირთა რაოდენობა 54/178, შექმნილია ბმა  "კოდორი ", ამხანაგობის თავჯდომარე - ბაჩო ჩოფლიანი, ტელ: 598445586.

 ჩასახლებიდან ტერიტორიულ ორგანოში დახმარების მიღებაზე შემოტანილია 6 განცხადება (1 -მარჩენალდაკარგული, 3- ბავშვობიდან ინვალიდი, 2 -სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი). ექვსივე განცხადება განხილვის პროცესშია. ჩასახლებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები არ არსებობს. შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა ნორმალურ მდგომარეობაშია.  სარდაფში დაზიანებული იყო მილები, რის გამოც სარდაფი სავსე იყო წყლითა და ფეკალური მასებით. 2019 წელს, აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტისა და იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმოადგენლობის დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა სარდაფიდან წყლისა და ფეკალური მასების ამოტუმბვა, მილების შეცვლა და მონტაჟი. კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთ ლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი).

აღნიშნულ მისამარზე  ჩასახლებულ დევნილ  მოსახლეობას სურს  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი სტადიონის რეაბილიტაცია და ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონების დადგმა. ამის შესახებ ამხანაგობამ განცხადებით მიმართა ქალაქის თვითმმართველობას. თუმცა, რამდენიმე წელია საკითხის მოგვარებისაკენ ნაბიჯები არ გადადგმულა, მერიის თქმით -რესურსების არარსებობის გამო; დევნილებს შეხვდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები თეიმურაზ წულაია და ირინე წიფიანი.

 

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს,  ქ. თბილისში საბურთალოს რაიონი , იოანე პეტრიწის 1ა მდებარე (ყოფილი 199 ბაგა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხობრებ დევნილებთან შეხვედრა გაიმართა. შენობაში ცხოვრობს 13 ოჯახი (47 პირი). აქედან 1 შშმ პირია. შენობა პრივატიზებულია. საკონტაქტო პირია მერაბ შარია.

 ობიექტზე კომუნიკაციები გამართულია, ეზო კეთილმოწყობილი. მოსახლეობა ითხოვს  გარე ფასადის სარემონტო სამუშაოებს.  ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები. მიმდინარე წელს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დახმარების პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტი და სააღდგომო ნობათი გადაეცა აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 7 მოქალაქეს. აფხაზეთიდან დევნილები ინფორმირებულები არიან აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტებისა და მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ  აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ბედენაშვილი  და რეგიონული განყოფილების უფროსი ზურაბ ხარაიშვილი.

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში არსებული სამი კორპუსის, სამი ამხანაგობის თავმჯდომარეს სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობისგან უსასყიდლოდ გადაეცათ სადეზინფექციო ხანარი და დისპენსერები სადარბაზოში დასამონტაჟებლად.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ წულაია წყალტუბო, კოპიტნარის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება შედგება 13 კორპუსისაგან. შვიდ კორპუსში შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, დანარჩენ ექვსში რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ჯერჯერობით არ შექმნილა.

ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 100 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის გასაყვანად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ადგილზე მიტანილია არხის გაყვანისათვის საჭირო ბეტონის ნაკეთობები, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა;
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ გამოიცვალოს ნაგვის ურნები და ურნების განთავსების ადგილი შემოიღობოს, რადგან არსებული მოძველებული და დაზიანებული სანაგვე ურნებიდან ნაგავი ძირს ცვივა. ამის დაამტებითი მიზეზია ასევე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ტერიტორიაზე გადაადგილება. შესაბამისად ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა; ცენტრალური გზიდან ჩასახლებაში შემავალ გზაზე არის გარე განათება, თუმცა დევნილები ითხოვენ, თითოეული კორპუსის წინაც დაიდგას განათების ბოძები; ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არის კოპიტნარის მეორე საჯარო სკოლა, სადაც ჩასახლებაში მცხოვრები სასკოლო ასაკის ბავშვები სწავლობენ. სკოლამდე მიმავალი გზის საფარი დაზიანებულია. მოსახლეობის განცხადებით, პრობლემა ჩასმულია წყალტუბოს მუნიციპალურ პროგრამაში და უახლოეს პერიოდში გზა სავარაუდოდ მოწესრიგდება.
შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, შერვაშიძის #57-ში (ბაგა ბაღი 30) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები არ არსებობს. შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა ნორმალურ მდგომარეობაშია. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს შენობის წინა მხარეს დაიგო შიდა ეზოს გზის საფარი (ბეტონი), ხოლო შენობის უკანა და გვერდით მხარეებზე გზის საფარი მოსაწერიგებელია. ასევე, საშუალოდ დაზიანებულია (კოსმეტიკურ დონეზე) შენობის გარე ფასადი. მოსახლეობას სურს ჩასახლების ეზოში გადახურული, მოსასვენებელი ადგილის მოწყობა.
შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი, უფროსი სპეციალისტები თეიმურაზ წულაია და აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, შერვაშიძის #3-ში (ჩვილ ბავშვთა სახლი) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები ითხოვენ ცენტრალურის გზიდან ობიექტამდე მისასვლელი, დაახლოებით 300 მეტრ გზაზე ასფალტის საფარის დაგებას. ასევე, ობიექტზე ჩასატარებელია სადეზინფექციო სამუშაოები, რადგან ძალიან მომრავლებულია მწერები და ქვეწარმავლები.
ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას აღნიშნული საკითხების მოგვარებისათვის.

შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე 27 სექტემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია კოპალიანმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დიდების მემორიალი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოს სკოლების აღსაზრდელებმა, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე და წარმოადგინეს მხატვრული ინსცენირება აფხაზეთის თემაზე.
წყალტუბოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ და ამბროსი ხელაიას ტაძრის წინამძღვარმა, გელათის მონასტრის დეკანოზმა მამა იოანემ გადაიხადეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების პანაშვიდი.

 

 

 

1993 წლის 27 სექტემბრიდან 27 წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანომ დაღუპულთა ხსოვნის პატივგების ღონისძიება გამართა. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ბესიკ ჭანტურიამ, ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია კოპალიანმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიალზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქუთაისის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანმა) პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსი გელა ცინაძე და ვეტერანები, ქუთაისში მოქმედი დევნილთა სკოლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.

27 სექტემბრის აღსანიშნავად აჭარის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა შოთა ყიფიანმა, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა ბათუმში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

პატვივგების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს რეგიონული განყოფილების უფროსი ნანა ჭანტურია, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება.

 

  2020 წლის 25  სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა  ქ. თბილისში  ჩუღურეთის რაიონი, ჩუბინიშვილის # 52-ში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართეს. ობიექტში ცხოვრობს 16 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახი.  შენობა არ არის პრივატიზებული და შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაც არ არის შექმნილი. ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა  დევნილებს მიეწოდეს  ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტებისა და მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების შესახებ. ობიექტი გაზიფიცირებულია, ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული. შენობა სრულად სარემონტოა. მოსახლერობის მოთხოვნაა საცხოვრებელი ფართების დაკანონება ან სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ( ობიექტი გასახლებაზეა).

 მიმდინარე წელს მოწყვლადი ჯგუფებისათვის დახმარების პროგრამის ფარგლებში სასურსათო პაკეტი და სააღდგომო ნობათი გადაეცა აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 3 მოქალაქეს.  2020 წლის 20 სექტემბერს ობიექტს  ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

შეხვედრას ესწრებოდნენ  აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამების და რეგიონული მართის სამსახურის უფროსის მოადგილე ქ-ნი ჯულიეტა მხეიძე და რეგიონული მართვის განყოფილების უფროსი ზურაბ ხარაიშვილი.

 

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია და უფროსი სპეციალისტი ციალა კოპალიანი ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება 17 კორპუსისაგან შედგება. მოსახლეობის ძირითადი პრობლემაა შენობების მძიმე ტექნიკურ მდგომარეობა. მიუხედავად იმის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს მიერ დასახლების რამდენიმე კორპუსში ჩატარდა სარემონტო ტიპის სამუშაოები, კვლავ მოსაგვარებელი რჩება კიდევ შვიდი კორპუსის სახურავის, კედლებისა და სადარბაზოების (კოსმეტიკურ დონეზე) მოწესრიგება. დღევანდელი მოცემულობით, საცხოვრებელი კორპუსები (ნანგრევი შენობების გარდა), მოხსნილია თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან და არის მუნიციპალურ საკუთრებაში. ხონის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შექმნილია და თითოეულ კორპუსს ჰყავს ამხანაგობის თავმჯდომარე) მხარდამჭერი პროგრამა, თუმცა მერიისაგან არის მზაობა, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდეს. ამასთან აღინიშნა ისიც, რომ მცირე ბიუჯეტის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობა დევნილთა დასახლების პრობლემებს მარტო ვერ აგვარებს და საჭიროა სხვა უწყებების ჩართულობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას.