მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

 2020 წლის 13 ოქტომბერს, მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ორგანოს 9 თვის მუშაობის შედგები, დასახული პრიორიტეტები, დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხები და კომპეტენციის ფარგლებში მათი გადაჭრის გზები. შეხვედერაზე ხაზი გაესვა საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის მდგომარეობასა და საჯარო მოხელეთა მიერ დადგენილი რეგულაციების შესრულების კონტროლს.

 შეხვედრას ესწრებოდა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - ბესიკ ჭანტურია, სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი - გიზო თორდია და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.

 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს,  ზუგდიდის რაიონ სოფ: რიყის ამბულატორიაში მცხოვრებ  აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

ჩასახლებაში ცხოვრობს  4 ოჯახი, 8 პირი. 4 ბენეფიციარი არის სოციალურად დაუცველი. დევნილები ითხოვენ განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას, ვინაიდან ობიექტზე არ არსებობს შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემა და არის უმძიმესი მდგომარეობა. ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობაც არ არის შექმნილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს რეგიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტები ზაალ ელიავა და ანზორ გამისონია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს,
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს
აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები, სამინისტროს მიერ ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით განხორციელდა:
ქ.თბილისი, მუხიანის მე-2 მ/რ კორპუსი N 32-ში, შენობის მთავარ შესასვლელში არსებული კიბის საფეხურების მოპირკეთების და გარშემო კედლის ზოლების აღდგენის სარემონტო სამუშაოები.

 

 

მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები  ქ. რუსთავში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ქ. რუსთავში, ბოსტან ქალაქის ქუჩა N1 და კოსტავას ქ.N35-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას.

სამუშაოები მიმდინარეობს სატენდერო პირობებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად და მისი დასრულება განხორციელდება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.

მიმდინარე წლის 5 სექტემბერს,  ზუგდიდში დემურიას ქუჩა   N -3-ში ყოფილი (ფაიფურის  ადმინისტრაციის შენობა)  ჩასახლებულ დევნილებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები შეხვდნენ.  აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 47 ოჯახი, 3 შშმ პირი და 10 სოციალურად დაუცველი ოჯახი.

 შენობა გარემონტებულია, შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა  ბმა ,,კოლხა 2016’’.  თავმჯდომარე  დონა ბერიშვილი. ტელ:  591810203. კორონა ვირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით ამხანაგობის თავმჯდომარეს გადაეცა 2 დისპენსერი და სადეზენფექციო ხსნარი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და ამავე ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული განყოფილების უფროსი ბესიკ გეგია

 

 მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში ლაღიძის მე-4 შესახვევში, (დევნილების ახალ კოლექტიურ  ჩასახლებაში)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბინათმესაკუთრეთა  ამხანაგობების თავმჯდომარეებს გადასცეს  15 ცალი დისპენსერი და 75 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს  ხელმძღვანელი  კოტე ბასარია და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.

 

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში  (ბაგა-მაღის შენობა) მცხოვრებ დევნილებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა  შეხვედრა გამართეს.  კოლექტიურ ობიექტში ცხოვრობს აფხაზეთიდან  დევნილი 6 ოჯახი, 24 პირი. 6 არის სოციალურად დაუცველი.

აღნიშნულ ჩასახლებაში არ არის შექმნილი ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა’’. დევნილები ითხოვენ შიდა წყალმომარაგების  სისტემის გარემონტებას.

 შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი  კოტე ბასარია,  სოციალური განყოფილების უფროსი გიორგი რიგვავა და სამსახურის უფროსის მოადგილე რამაზ აბლოთია

 

 

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია ზესტაფონში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში -ზესტაფონი, ყოფილი შენობა (მისამართი - ზესტაფონი, რუსთაველის #6. ) მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. ჩასახლება ორი კორპუსისაგან შედგება. კორპუსთან ძალიან ახლოს მდებარეობს ავტომანქანების თვითრეცხვის სერვისის ობიექტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და დიდ ხმაურს იწვევს. მოსახლეობა ითხოვს მუშაობის საათების დარეგულირებას.

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ყოფილი საავადმყოფოს შენობა (მისამართი - სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N 92) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება სამი კორპუსისაგან შედგება. მოსახლეობა ითხოვს შენობების შიდა ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგებას, ვინაიდან წვიმის დროს ეზო ტალახდება და წყალი დგება. აღნიშნულის შესახებ მიმართეს მუნიციპალიტეტს, არის სიტყვიერი დაპირება, თუმცა, პრობლემა ჯერჯერობით მოუგვარებელია. ასევე, დევნილების მოთხოვნაა ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონების მოწყობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

 იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ს\ს ბალნ\კურორტი სამტრედია (მისამართი - სამტრედია, ეგრისის ქ. N 56) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

 დევნილთა უმთავრესი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად შენობა შეფასებულია როგორც ნგრევადი, მესამე კატეგორია. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოსგან აქვთ სიტყვიერი თანხმობა განსახლების საკითხის უახლოეს პერიოდში გადაწყვეტაზე. შენობა იმდენად ავარიულია, რომ ძლიერი ქარის დროს კედლებიდან აგურები და სამშენებლო ნარჩენები ცვივა.

 კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

 

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტ ს.ს "სამტრედია 2002 - ში (მისამართი - სამტრედია, ი.ჭავჭავაძის ქ. N 26) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. დევნილებმა, ძირითადად, ორ პრობლემაზე ისაუბრეს. პირველი ის, რომ შენობის სხვენში ორი სამტონანახევრიანი პლასტმასის ავზი, რითაც ობიექტი სასმელი წყლით მარაგდება გატეხილია, წყალი ჟონავს, რის გამოც მაღალ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩადის და კედლები ზიანდება და შენობას არ აქვს შესასვლელი კარი, რის გამოც ხშირად შენობაში უცხო პირები, ქუჩის ძაღლები შედიან და ანაგვიანებენ კიბის უჯრედებს. აღნიშნული საკითხები ჩანიშნულ იქნა ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ. დამატებითი ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი პრობლემა მაინც გადაწყვეტილი იქნება მცირე სარემონტო კომისიის მუშაოების ფარგლებში.

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

2020 წლის 3 ოქტომბერს, ზესტაფონში მცხოვრებ, მრავალშვილიან ელისო ჯაოშვილის ოჯახს (ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზაციის მიერ, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით შეძენილი ავეჯი, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სახსრებით შეძენილი ლინოლიუმი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.

 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ბატონი ივანე დოლიძე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის”დირექტორი, ბატონი ვახტანგ ფოჩხუა, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიოებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და უწყების სხვა თანამშრომლები.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს შედგა შეხვედრა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს სენაკი წმინდა ნინოს ქუჩა # 1 ში  ,,მე-5 ტრესტი ,“ სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 9 ოჯახი, 23 პირი. 8 არის სოციალურად დაუცველი,.

აღნიშნულ ობიექტზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შექმნილია სახელწოდებით ,,გუმისთა”. თავმჯდომარე - თამილა ბურსულაია. ტელ: 599857600. დევნილები ითხოვენ  ფანჯრების გამოცვლას, სადარბაზოსა და კორიდორის  გარემონტებას.

შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია

 

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია ქუთაისში, შპს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, ქუთაისის ზონალური ინსტიტუტში (ქუთაისი, მ.ბუხაიძის ქ. II მ/რ N 12) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

 2016 წელს USAID -ის მიერ ჩატარდა შენობის სრული რემონტი - გადახურვა, გარე ფასადი, შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა სრულად მოწესრიგებულია და ამჟამადაც კარგ მდგომარეობაშია. მოსახლეობას სურს ჩასახლების ეზოში ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა.

 კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.

 მიმდინარე წლის 01 ოქტომბერს შეხვედრა შედგა დევნილთა კოლექტიური ჩასახლების ობიექტში, რომელიც მდებარეობს სენაკი რუსთაველის ქუჩა 112-ში ,, მესამე არასრული სკოლა’,’ სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი 41 ოჯახი, 181 პირი. აქედან 15 არის სოციალურად დაუცველი, 3 შშმ პირი და 1 პირველი ჯგუფის   ინვალიდი. აღნიშნულ ობიექტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეა თინა ქარდავა, ტელ: 599806456.

დევნილები ითხოვენ სახურავის გამოცვლას, სადარბაზოსა და კორიდორის რემონტს. ჩასახლებაში ბინათესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს გადაეცა დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი  შენობის სადარბაზოში დასამონტაჟებლად.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი კოტე ბასარია და უფროსის მრჩეველი ალექსანდრე ჩიკვაიძე