მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრომ დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ოთხი ტენდერი გამოაცხადა:

ქ. ზუგდიდი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 68464 ლარის ღირებულების

 

  1. ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქ.#222-ში მდებარე პროფსასწავლებელი
  2. სოფ. ჭითაწყარში მდებარე ვეტ-ლაბორატორია
  3. სოფ. ჭითაწყარში მდებარე ელქსელები

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები 24517 ლარის ღირებულების

 

1.ქ.ქობულეთი, 9 აპრილის ქ. # 109 ( ყოფილი სკოლა #7)

  1. დაბა ჩაქვის ყოფილი სკოლის შენობა

 

იმერეთის რეგიონში ჩასატარებელი სარემონტო- აღდგენითი სამუშაოები 18790 ლარის ღირებულების

 

  1. ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ. # 21 ( ყოფილი აისის შენობა)
  2. ხონი, სამხედრო დასახლება 4 სართულიანი შენობა, მე-4 კორპუსი

 

ქ.ხაშურში ჩასატარებელი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 19725 ლარის ღირებულების

 

1.ქ. ხაშური ( ყოფილი 64-ე პროფსასწავლებლის შენობა)

ქ. ზუგდიდში გამოცხადებულ ტენდერზე გამოვლინდა გამარჯვებული (57484 ლარით) შპს ,,ზანგო -2015’’.

შპს ,, ზანგო-2015’’-მა უკვე დაიწყო სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და ობიექტების ჩაბარება გათვალისწინებულია 2019 წლის 15 სექტემბრისათვის.

 

ესპანეთში ორთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 20 ბავშვი 2019 წლის 28 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში მათ დახვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მშობლები.

აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრო მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „FINSOL“-ს (ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდს ქ.მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობს. მათ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა.
პროექტი აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე.

განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების  პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ასევე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის პროექტის შესახებ.

 

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილემ დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ მთავრობის წევრებთან და დევნილ საზოგადოებასთან ერთად გმირთა მემორიალზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სკოლის შენობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ესწრებოდნენ.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ქირურგი, პულმონოლოგი და გასტროენტეროლოგი.

ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, გულის ეკოსკოპია, მუცლის ღრუს ელექტროკარდიოგრამა, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის განსაზღვრა და C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. ასევე, ექიმის დანიშნულების მიხედვით ბენეფიციარებს უფასო მედიკამენტები გადაეცათ.

 

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების ხელშეწყობისა და ფინანსური მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საპილოტე  პროექტი  განიხილეს მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

 

დევნილთა საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საინიციატივო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

19 ივლისს,  აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების  დეპარტამენტში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის’’ შესაბამისად, იმერეთსა და აჭარაში დევნილთა ჩასახლების ობიექტების ადგილზე შესწავლის შედეგად შერჩეული ობიექტების სარეაბილიტაციო გეგმების შესასრულებელი სამუშაოების მოცულობასა და ხარჯთააღრიცხვის შესახებ იმსჯელეს. სხდომას დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძე, თავმჯდომარის მოადგილეები და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

     8 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო- აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც  ესწრებოდნენ წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და მოწვეული სპეციალისტები. სხდომას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძე.

     შეხვედრაზე  განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებელ ობიექტებზე გადაწყვეტილების მიღება, სატენდერო კომისიის შექმნა, წარმომადგენლობების მიერ 2019 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა-განხილვა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია წარმომადგენლობების მუდმივმოქმედი კომისიების მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის და სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ, ასევე განხილულ იქნა დეპარტამენტისა და წარმომადგენლობების მოსალოდნელი რეორგანიზაციასა და პროფესიული საჯარო მოხელეების შუალედური შეფასებებთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 1ივლისს  განიხილა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილების გაუქმებისა და სოფ. ბაბუშარაში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით  მოქალაქე ნ.რევაზიშვილი (დვალიშვილის) ადმინისტრაციული საჩივარი.

სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.

 

28-29 ივნისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ. კუჭუხიძე და სამმართველოს უფროსი რ. კოკაიამ მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ  სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებში  ქ. ზუგდიდსა და ქ. სენაკში.

აქციის ფარგლებში რეგიონში განსახლებულ დევნილებს  ჩაუტარდათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები და გაეწიათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაციები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძემ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ 30 ივნიისს მოინახულეს საზღვრისპირა რეგიონში-სოფ: ხურჩაში მშენებარე ოკუპაციის მუზეუმი, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ რ. ქობალიას ორგანიზებით მოძიებული სახსრებით მიმდინარეობს კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 17 ივნისს განიხილა მოქალაქე დ.კუჭავას ადმინისტრაციული საჩივარი 1992 წლამდე მუდმივად ქ. გაგრაში მცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე, აღმოასვლეთ საქართველოში ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლის, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძესა და მთავრობის წევრებთან  ერთად დეპარტამენტის თავმჯდომარე  კონსტანტინე კუჭუხიძე  იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ისინი გაეცნენ დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ასევე მოინახულეს დევნილი მოსახლეობი განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები.

აფხაზეთის / დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით  გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ  საცხოვრებელ  ობიექტებში  სარემონტო-აღდგენითი სახის  სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა., სადაც განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხები. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

 კომისიის სხდომის შემდეგ, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის და წარმომადგენლობების ხელმძღვანელების მონაწილეობით შედგა სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:  აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობებში და დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გასატარებელი რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის სამოქმედო გეგმა და წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ხარვეზები და მათი აღმოფხვრის მიზნით  გასატარებელი ღონისძიებები.