- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
22 მაისს, საქართველოში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების პრევენციის, შემცირებისა და მართვის პროცესის მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავების მიზნით სასტუმრო ,,იოტა’’ -ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა-სემინარი, რომელიც შედგა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრისა (IDMC) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით. შეხვედრა-სემინარში მონაწილეობდნენ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები.
2019 წლის 17 მაისს ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დარგობრივი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ და შესწავლილ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები.
აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა წარმომადგენლობების მიერ წარმოდგენილი სარემონტო ობიექტები, დევნილთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია შერჩეულ ობიექტებზე და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულოდ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.
სააღდგომო ნობათები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, ლეიკემიით დაავადებულ არასრულწლოვნებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით 5 წელია წელიწადში ორჯერ (სააღდგომოდ და საახალწლოდ) იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო/რაიონი, კორპუსი №28-ში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტზე პირველსა და მეორე სართულებს შორის არსებული ხის სამფრთიანი და ხის ორფრთიანი ფანჯრის შეცვლა მეტალოპლასტმასის ფანჯრებით.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩა №112/3-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტისთვის სასმელი წყლის ტუმბოს შეკეთება დევნილთა თანადაფინანსებით.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლების ქ. თბილისის რაიონებში და საქართველოს რეგიონებში მდებარე ორგანიზებული ჩასახლების ობიექტებზე მიმაგრების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ჯგუფის ხელმძღვანელებთან შედგა სამუშაო შეხვედრა/თათბირი. სადაც განხილულ იქნა ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების (პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებები შეადგენს 150 000 ათას ლარს) საპილოტე პროგრამის განხორციელების (ელექტრონული ტენდერის მეშვეობით) შესახებ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების, ასევე დევნილთა ჩასახლების ობიექტში შექმნილი ამხანაგობების თავჯდომარეების ინფორმირებულობის საკითხი.
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ, 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტით ინიცირებულ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პროგრამის მოცულობის ზრდის შესახებ, რაც შესაბამისად აისახა კიდეც დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ასიგნებებში 150 000 ლარის ოდენობით. შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელებს, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სარემონტო აღდგენით სამუშაოებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვას.
იხილეთ წესი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4498101?publication=0
თათბირზე განხილულ იქნა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების მიმდინარეობების შესახებ,ასევე მოისმინეს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ინფორმაციები თანამშრომლების მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობისა და აქტივობების შესახებ და დაისახა სამომავლო გეგმები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამინისტროში დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებულ დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრაზე დევნილთა გრძელვადიანი განსახლების გეგმასა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებზე იმსჯელეს.
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შეხვედრის მონაწილეებს ახალი საგრანტო პროგრამის კონცეფცია წარუდგინა,რომლის თანახმად დევნილებზე, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ ,,სოფლად სახლის’’ პროგრამის ფარგლებში შეძენილი აქვთ სახლთან ერთად საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების გრანტები გაიცემა.
სააგენტო დროებითი საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს პროგრამაში ასახავს.
სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული დროებითი საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ მოწვეულ სპეციალისტებს, სარემონტო ობიექტებში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავისი ხედვა გაუზიარა. ასევეწარმომადგენლობების ხელმძღვანელებს დაევალათ ამ პროგრამის განხორციელებისათვის შასაბამისი სარემონტო ობიექტების შერჩევა (ნუსხის მომზადება) უმოკლეს ვადაში.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: გ. ბულისკერია, დ. მიქავა, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი გ.კაკულია,აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების ადმინისტრაციული სამეურნეო სამმართველოს უფროსის მოადგილე მ.ჭანტურია, აფხაზეთის ა/ რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი ვ. ჩიკვატია, წარმომადგენლობების მართვის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რ. კოკაია, აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და სამმართველოს თანამშრომლები.
აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრა,სადაც განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე.
7 მარტს ქ. ქუთაისში, აფხაზეთის მე- 6 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების - 75-ე წლისთავს, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია, წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა დაესწრნენ.
ღონისძიების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რომან კოკაიამ წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს მიმდინარე და აქტუალური საკითხები.
ჟიული შარტავას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოს ეროვნული გმირების ოჯახის წევრებმა, დევნილმა საზოგადოებამ გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას. გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ჟიული შარტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.