მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.

დიდუბის რაიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება.  ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.  იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

ქ. თბილისში,  ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მეტოქიონის მშენებლობაში აქტიური ჩართულობისა და აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საქმიანობაში წარმატებული მონაწილეობისათვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, მოადგილეებმა გიორგი ბულისკერიამ და დავით მიქავამ თანამშრომლებს ვარლამ ნარსიას, დავით ადამიას, პაატა ლომიძეს, მალხაზ გოლავას, ზვიად ჯაფარიძეს, გიზო თორდიას და რაჟდენ ფაჩულიას მადლობის სიგელები გადასცეს.

ესპანეთში ორთვიანი  საზაფხულო არდადეგების შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი   2018 წლის 3 სექტემბერს  სამშობლოში დაბრუნდა.    თბილისში მათ დახვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და  მშობლები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „FINSOL“-ს (ინტეგრაციისა და სოლიდარობის  ფონდს ქ. მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის  ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობს.  მათ  შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასეულობით დევნილ ახალგაზრდას ესპანეთის სამეფოში დასვენების, ესპანურ ოჯახებში ცხოვრების, თავიანთ თანატოლებთან დამეგობრებისა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავების საშუალება მიეცა.

პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის და და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს  ორგანიზებით ხორციელდება.

2018 წ. 13-14 აგვისტოს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დევნილთა თემში წარმოჩენილი პრობლემებისა და საჭიროებების ადვოკატირების მიზნით მოეწყო. აქტივობა  პროექტის ფარგლებში განხორციელდა,   რომლის სახელწოდებაა  ,,დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად”.  შეხვედრაზე განიხილეს დევნილთა მხარდამჭერი პროგრამები და პროექტები,   საარსებო წყაროების მიმართულებით მიმდინარე პროექტები,   ასევე ამ კუთხით ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.   შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა დევნილთა დასახლებებში არსებული აქტუალური საკითხები.   პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

2018 წლის 7 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის და აპარატის უფროსის მონაწილეობით. თათბირზე განხილულ იქნა შიდა ქართლში განსახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ, ადგილზე გასვლით, ინფორმაციების განახლება. სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა შიდა ქართლში განსახლებულ დევნილთა პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლის მიზნით წარმომადგენლობისა და დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი გასვლა, პრობლემური საკითხების გამოვლენა-დაფიქსირება, სათანადო ინფორმაციის მომზადება და მათი შესაძლო გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ზემდგომი ორგანოებისთვის მიწოდება.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით დღეს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ქალაქ თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის თბილისის მეტოქიონის გუმბათზე ჯვარი აღიმართა.

ჯვრის კურთხევისა და აღმართვის ლოცვა აღავლინა და ტაძრის ეზოში შეკრებილი მრევლი დალოცა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

„დღეს ჯვართამაღლებაა და ამავე დროს ჩვენთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ასიათასობით ძირძველი მოსახლე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. მიუხედავად ბევრი განსაცდელისა ჩვენ დევნილეობაში მოვახერხეთ და თბილისის შუაგულში ავაშენეთ ტაძარი, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელს ატარებს. დღეს ამ ტაძარზე ჯვარი აღიმართა და მწამს, რომ ამ ჯვრის მადლით დავბრუნდებით და გავერთიანდებით“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ჯვრის აღმართვის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერი პირები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით 12 საათზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებში ერთდროულად დაირეკა ზარი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით შენდება.

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაიხადეს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ზუგდიდში, დემურიას ქუჩა №1-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, ყოფილი ფაიფურის ქარხნის ადმინისტრაციის შენობაში  წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №113-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის  სადარბაზოებში  სართულებს შუა არსებულ ფანჯრებზე რკინის გისოსების მონტაჟი.

2018 წლის  6-7  აგვისტოს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ჩუღურეთის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 30

პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.

მიმდინარე წლის 9-10 აგვისტოს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით კლინიკაში  ტარდება  ქ. თბილისში დიდუბის რაიონში  კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისთვის  უფასო კონსულტაციები და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა.

პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • მხედველობის სიმახვილის დადგენა
  • სათვალის შერჩევა
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა
  • თვალის ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) გამოკვლევა
  • თვალის წნევის გაზომვა
  • მხედველობის ველის გამოკვლევა
  • ხელოვნური ბროლის ნომრის დადგენა
  • თვალის რეფრაქციის დადგენა

 საკონტაქტო პირი:    ნინო ლემონჯავა        ტელ.  599 85 52 76

მიმდინარე წლის  6-7 აგვისტოს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით კლინიკაში  ტარდება  ქ. თბილისში ჩუღურეთის რაიონში  კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისთვის  უფასო კონსულტაციები და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა.

პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • მხედველობის სიმახვილის დადგენა
  • სათვალის შერჩევა
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა
  • თვალის ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) გამოკვლევა
  • თვალის წნევის გაზომვა
  • მხედველობის ველის გამოკვლევა
  • ხელოვნური ბროლის ნომრის დადგენა
  • თვალის რეფრაქციის დადგენა

 საკონტაქტო პირი:   ნინო ლემონჯავა        ტელ.  599 85 52 76

2018 წლის  2 აგვისტოს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ  სოციალურად დაუცველ 11 პენსიონერ დევნილს  ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და  თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს  მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.

აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.

ახალი ამბების ტელევიზია ,,პალიტრანიუსი”-ის საინფორმაციო ეთერში  30  ივლისს  გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  სპეციალისტებმა ადგილზე შეისწავლეს  ბაგებში  დევნილთა ორგანიზებულ ჩასახლებაში მცხოვრები  კვირაიების   ოჯახის მდგომარეობა.

მამიდების მეურვეობის ქვეშ მყოფი დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი ბექა, ლიკა და რეზო  კვირაიების 20 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა  დატვირთულია იპოთეკით აწ გარდაცვლილი მშობლების ავადმყოფობის  პერიოდიდან.  ამჟამად სასამართლო იხილავს გადახდის უუნარობის გამო  საცხოვრებელი ფართიდან მათ გამოსახლების საკითხს.

მიმდინარე წლის  01 აგვისტოს  დეპარტამენტის თავმჯდომარე  კონსტანტინე კუჭუხიძე  და თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ბულისკერია შეხვდნენ   არასრულწლოვანი კვირაიების მეურვეებს მზევინარ და მზია   კვირაიებს.   გაეცნენ  რა  მათი ოჯახის პრობლემებს,  დასახეს   კომპეტენციის ფარგლებში   შესაძლო დახმარების გაწევის გზები.

2018 წლის 26 ივლისს დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა  იმერეთის რეგიონში.  დეპარტამენტის თავმჯდომარემ  იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ    რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის   მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ  ზაზა ჩაჩავასთან ერთად   დაათვალიერა  ქალაქ  წყალტუბოში  დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ,,სანატორიუმი თბილისი”  მიმდინარე წყალმომარაგების სარემონტო სამუშაოები, ასევე  ქალაქ წყალტუბოსა და ქუთაისში   რეგისტრირებული  დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები.  შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო  მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს  დაიგეგმა კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის  გზები.