- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
2018 წლის 23 – 24 ივლისს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ისნის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ სოციალურად დაუცველ 20 პენსიონერ დევნილს ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.
აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ბორჯომის ხეობაში (ჩითახევის ჰესთან) ჯომარდობაში აფხაზეთის თასის გათამაშება გაიმართა.
ტურნირში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა. აფხაზეთის თასის 2018 წლის გათამაშებაში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული და აფხაზეთის თასის მფლობელი სარაგბო გუნდი „ტაო“ გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა „დიოსკურიამ“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის გუნდი გავიდა.
ტურნირში გამარჯვებული გუნდი აფხაზეთის გარდამავალი თასით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი მედლებითა და დიპლომებით.
ტურნირის მიზანია ქვეყანაში ჯომარდობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
2018 წლის 13 და 16 ივლისს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში გლდანის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ სოციალურად დაუცველ 27 პენსიონერ დევნილს ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.
აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.
2018 წლის 12 ივლისს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში ვაკის რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ სოციალურად დაუცველ 18 პენსიონერ დევნილს ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.
აღნიშნული აქცია ეტაპობრივად გაგრძელდება ქ. თბილისის დანარჩენი რაიონების ორგანიზებულ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისათვის.
2018 წლის 9 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ქ. თბილისში საბურთალოს რაიონის კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებულ სოციალურად დაუცველ 21 პენსიონერ დევნილს ჩაუტარდა უფასო კონსულტაცია და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა, რაც მოიცავს მხედველობის სიმახვილის დადგენას, თვალის ფსკერის გამოკვლევას, ბიომიკროსკოპიას, თვალის წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, ხელოვნური ბროლის ნომრისა და თვალის რეფრაქციის დადგენას, სათვალის შერჩევას.
აქცია გრძელდება 10 -11 ივლისს. მსგავსი აქციების ჩატარება იგეგმება პერიოდულად.
მიმდინარე წლის 9, 10 და 11 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით კლინიკაში ტარდება ქ. თბილისში საბურთალოს რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისთვის უფასო კონსულტაციები და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა.
პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს:
- მხედველობის სიმახვილის დადგენა
- სათვალის შერჩევა
- თვალის ფსკერის გამოკვლევა
- თვალის ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) გამოკვლევა
- თვალის წნევის გაზომვა
- მხედველობის ველის გამოკვლევა
- ხელოვნური ბროლის ნომრის დადგენა
- თვალის რეფრაქციის დადგენა
საკონტაქტო პირები: ნინო ლემონჯავა ტელ. 599 85 52 76
თამარ კორსანტია ტელ. 557 35 35 37
აფხაზეთის მთავრობასა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ესპანეთში საზაფხულო არდადეგების გასატარებლად გაემგზავრა აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 ბავშვი და 1 თარჯიმან-მონიტორი. ისინი ესპანეთის გაერთიანებულ სამეფოში, ესპანურ მოხალისე ოჯახებში გაატარებენ ორ თვეს და 3 სექტემბერს დაბრუნდებიან საქართველოში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი „FINSOL” 2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.
ბავშვები გააცილეს დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების და დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების საჯარო მოხელეებმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს მცხეთის რაიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ვეკუების ოჯახს. განყოფილებების ერთიანი ძალისხმევით შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
მიმდინარე წლის 27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში შედგა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ვახტანგ ყოლბაიასთან. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებიც. მთავრობის თავმჯდომარეს მიეწოდა ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საკითხებზე, ასევე დაისახა სამომავლო გეგმები.
მიმდინარე წლის 27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობებში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.
სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხილულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 8 მაისის (ოქმი №35) დადგენილების გაუქმებისა და მოქალაქე ხ.ჯიკირბასთვის 1993 წლამდე ქ.ოჩამჩირის რაიონ სოფ. აძიუბჟაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. სხდომაზე შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მოსმენილ იქნა მათი პოზიცია, მოწმის სახით დაბარებულ პირთა ახსნა-განმარტებები.
დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელახალი განხილვის მიზნით ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო მოქალაქის ადმინისტრაციული საჩივარი დაუბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას”.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I შესახვევი №13-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შენობის სახურავზე თოვლის შემაკავებელი პანელების მონტაჟი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე მივლინებით იმყოფებოდა ქ. ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში.
დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილა წარმომადგენლობისათვის საოფისე ფართის შერჩევის საკითხი. სამუშაო შეხვედრების პროცესში დაათვალიერეს რეგიონში რეგისტრირებული დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები, შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა კონპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის გზები.
მინი-ფეხბურთში გენო ზარიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი გახდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის გენო ზარიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მასში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისაგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით, საჩუქრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტურნირის მონაწილე სპორტსმენები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულ გუნდებსა და სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და გენო ზარიას შვილმა – დათო ზარიამ გადასცეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით 2018 წლის 13-15 ივნისს ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებს შორის ტურნირი მინი ფეხბურთში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის საფეხბურთო გუნდი წარმატებით მონაწილეობს ტურნირში, 13-14 ივნისს ჩატარებული მატჩების შედეგებით გასულია ფინალში . ფინალური მატჩი გაიმართება 15 ივნისს. ვუსურვებთ გამარჯვებას არაერთგზის პრიზიორ ჩვენს გუნდს!
10 ივნისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში რეჟისორ ლევან ქობლიანიძის სპექტაკლს ,,ემილის თავგადასავალი’’, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 მოზარდი, კომპაქტური ჩასახლებიდან, (მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, ხიზანიშვილის # 57-დან) დაესწრო.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.