მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

2018 წლის 27 მარტს  დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით ქალაქ თბილისში, სამგორისა და ვაკის რაიონში ორგანიზებულად განსახლებული  აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები დაესწრნენ  მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლ  ,, მეფე ირემი”-ს პრემიერას.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, დადიანის ქუჩა №10-ში  დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის  შენობის ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.

  2018 წლის  24 მარტს დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი 6-12 წლამდე ასაკის  50 ბავშვი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაესწრო სპექტაკლს ,,ხუთკუნჭულა”.

2018  წლის  23 მარტს დეპარტამენტის  დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით  ასამდე დევნილი, ავჭალის ,,სამხედრო კათედრის ”კომპაქტური ჩასახლებიდან,  დაესწრო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს  ,,აურზაური არაფრის გამო”.

მიმდინარე წლის 23 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილ კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების  მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამმართველოს  თანამშრომლები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ესპანურ ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ ,,FINSOL“ -ს შორის გაფორმებულ ერთობლივ მემორანდუმში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე 2018 წლის 11 მარტს მივლინებით გაემგზავრა ესპანეთის სამეფოში. 13 მარტს ქ. მადრიდში, ,,FINSOL“-ის ოფისში, ხელი მოეწერა ახალ მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას აძლევს ორივე მხარეს განახორციელონ ერთობლივი ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამები.

2018 წლის 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებს  უმასპინძლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრმა. დევნილი ქალბატონები დაესწრნენ ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმულ  ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სპექტაკლს ,,ლისისტრატე“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მთავარი ბუღალტრის (I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანის მსურველთა გამოსავლენად, დეპარტამენტის შიდა ვებგვერდზე მიმდინარე წლის 01 მარტს გამოცხადებული გამარტივებული კონკურსის შედეგად გამოვლენილ ერთ კანდიდატს 2018 წლის 06 მარტს ჩაუტარდა გასაუბრება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ.

2018 წლის 5 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში გაიმართა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომა.
სხდომაზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის ორ დადგენილებასთან დაკავშირებული ორი პირის ადმინისტრაციული საჩივარი.
კომისიამ განიხილა რა ადმინისტრაციული საჩივარი, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და პასუხი გადაუგზავნა დაინტერესებულ პირებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, მოქმედი საშტატო ნუსხის შესაბამისად, ვაკანტურია მთავარი ბუღალტრის თანამდებობა, რომელსაც მინიჭებული აქვს მე-III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რანგი.  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის 47-ე და 48-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, გადაყვანის მსურველი მოხელის გამოსავლენად, დაინტერესებულმა პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა, გთხოვთ, 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადით მიმართოთ ადმინისტრაციულ  განყოფილებას.

მიმდინარე წლის 21 თებერვალს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელშეწყობით საბავშვო-გასართობ ცენტრ  ,,დიღომი – ასტრა პარკში”  მოეწყო კულტურულ-გასართობი ღონისძიება, სადაც მიწვეულნი იყვნენ  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები.

მიმდინარე წლის 15 თებერვალს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს. ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.     ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.

2018 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ  სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლს  „დედა“,  რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოზარდებში.

მიმდინარე წლის  5 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის“  რიგით მესამე სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის  სამმართველოს თანამშრომლები.

2018 წლის  25  იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში  ,,პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ” ინსტრუქციის  მოთხოვნათა შესაბამისად ჩატარდა დეპარტამენტის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება. კრებაზე არჩეულ იქნა პროფკავშირის კომიტეტი, პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე,  თავმჯდომარის მოადგილე,  სარევიზიო კომისია და  ხაზინადარი.