- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, დევნილთა ახალი დასახლების ობიექტის I კორპუსში ხანძრის შედეგად დაზიანებული მეტალო-პლასტმასის ფანჯრების და კარის დამონტაჟება.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, საბავშვო ბაღისა და სკოლა-ინტერნატის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან რკინის ცხაურის გაკეთება.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა №3-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (პროკურატურის ყოფილი შენობა) კიბის უჯრედში 2 ხის ფანჯრის დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის 2 ფანჯრის მონტაჟი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით დადგენილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება.
2017 წლის 9 თვის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების გამცემმა კომისიებმა 2 125 აფხაზეთიდან იგპ-ზე გასცეს 299 000 ლარის ოდენობის მატერიალური დახმარება.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 1 027 ბენეფიციარზე გაიცა 148 500 ლარი;
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 438 ბენეფიციარზე გაიცა 60 000 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 660 ბენეფიციარზე გაიცა 90 500 ლარი.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში არსებულმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიებმა პროგრამის ფარგლებში განიხილეს და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 32 ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დააფინანეს 21 331,57 ლარის ოდენობით.
იმერეთის, გურიის, წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 9 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 6 061.44 ლარი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის მიერ 12 ობიექტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგიანა 7 253 ლარი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 11 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 017,13 ლარი.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I-შესახ. №13-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი ბაგა-ბაღი №22) სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით
დასრულდა ქ. ქუთაისში, ს.ს „ქვიტირი“ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი კემპინგის შენობის ნაწილობრივ გადახურვა.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტები დალი კენჯია და ნანა ნაჭყებია.
ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, მამა ილია (კავსაძე) აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ წირვას ატარებს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ ლიტურგიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები დაესწრნენ.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსდა ქ. თბილისში, დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ორ ობიექტზე, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა №13-ში, შენობის შესასვლელი ორფრთიანი კარის სამონტაჟო და ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ, კ 28ა-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სარდაფში ჩასასვლელი ორი გარე კიბის დამცავი საშუალებებით შემოფარგვლის სამუშაოები.
მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, მთავარი სპეციალისტები ეკატერინე ბიგვავა და ნანა ნაჭყებია.
კომისიამ განიხილა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და წარმოდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ თითოეულ მათგანზე მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №21-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი „აისის“ ქარხნის შენობა) ტერიტორიაზე დასრულდა წყლის ავზის გადახურვისა და მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები.
ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ა.რ. დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, 11 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია და მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ბიგვავა.
კომისიამ განიხილა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებები და წარმოდგენილი დოკუმენტების, მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ თითოეულ მათგანზე მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობებში ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.
სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხილულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 5 აგვისტოს (ოქმი # 61) დადგენილების გაუქმებისა და მოქალაქე დ.გერგიასთვის 1993 წლამდე ქ.ოჩამჩირის რაიონ სოფ.კვიტოულში მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.