- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი 550-მდე დევნილ ოჯახს გადასცეს. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
მიმდინარე წლის 12 აპრილს დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა, სადაც განხილულ იქნა მოქალაქე ა. ამირხანიანის ადმინისტრაციული საჩივარი. სხდომაზე შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მოსმენილ იქნა მათი პოზიცია , მოწმის სახით დაბარებულ პირთა ახსნა-განმარტებები და ადმინისტრაციული საჩივარი ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას” .
დიდუბეში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.
2017 წლის 7 აპრილს ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთიდან დევნილ ქველმოქმედ ბიზნესმენებთან ერთად დაათვალიერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის აპარატის უფროსმა ოთარ გარმელიამ, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მიქავამ დ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ივანე დოლიძემ, რომლებმაც განიხილეს ეკლესიის მშენებლობის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ გადაჭრაში აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების ჩართულობის პერსპექტივები.
2017 წლის 8 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელთა ხელშეწყობით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევებს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა 2017 წლის 28 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ქ. ზუგდიდში. შეხვდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 27 მარტს ქ. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გადაეცათ საცხოვრებელი ბინები. ასევე დაათვალიერეს ამავე ტერიტორიაზე მშენებარე ორი საცხოვრებელი კორპუსი.
რის შემდეგაც შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოებისა და დევნილთა პრობლემური საკითხების შესახებ. კ. კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.
2017 წლის 27 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ქ. ქუთაისში. დაათვალიერეს რა წყალტუბოში მიმდინარე მშენებარე ობიექტი. გაესაუბრნენ იქ მომუშავე დევნილებს და სამუშაოს მწარმოებლებს, რის შემდეგაც, შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კ. კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.
2017 წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილმა სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპორტულ – გასართობ ღონისძიებებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ახორციელებდნენ.
2017 წლის 14 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და დეპარტამენტის სპეციალისტმა მაკა ფიფიამ მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „PIN“ (ადამიანები გაჭირვებაში)-ისა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიერ ქ. თბილისში სასტუმრო ,,თბილისი მარიოტ”-ში პროექტის ,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში გამართულ ,,პრეზენტაცია-დისკუსიაში მრგვალი მაგიდის ირგვლივ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ“.
შეხვედრას ესწრებოდნენ „PIN“-ის წარმომადგენლობის დირექტორი ლორიან გონი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, პროექტის მენეჯერი ნანა ყურაშვილი და პროექტზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
2017 წლის 02 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შედგა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეხვედრა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და ამ დაწესებულებების თანამშრომლებით დაკომპლექტებულ სამუშაო ჯგუფის წევრებთან.
შეხვედრაზე დაიგეგმა მიმდინარე წლის მარტის თვეში წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ ჩატარებისათვის და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობისათვის საჭირო ღონისძიებები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა, წერილობითი თხოვნით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის გამზ.N138-ში განსახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა კოლექტიურ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, სადაც დევნილები გამოხატავდნენ პროტესტს მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ მისამართზე დ.აღმაშენებლის N136, სსიპ თბილისის გ.მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციის დაქირავებული სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ჩატარების გამო, რაც დევნილების აზრით, ზიანს აყენებს მათთვის სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ შენობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შუამდგომლობის გათვალისწინებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, საქმის მასალების შესწავლის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ, რაზეც დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, 2017 წლის 1 მარტს ადგილზე გასვლით, მიეწოდა ინფორმაცია განმცხადებლებს.
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა ონიანი და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბულისკერია, სამუშაო ჯგუფთან ერთად წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ.
სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაეცნო დევნილთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაცია სოციალურ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე. ასევე მოხდა მათთვის აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული უფასო სამედიცინო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ დევნილებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამედიცინო მიმართვა, საჭიროების შესახებ(სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) ასევე ამ პროგრამებით და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესი”-თ დადგენილ ფარგლებში დახმარებით სარგებლობის მექანიზმები.
შეხვედრაზე დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, სხვა საჭირო ინფორმაციასთან ერთად, წყნეთში დაგეგმილ „უფასო პროფილაქტიკური გასინჯვების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც მარტის თვეში წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩაუტარდებათ.
2017 წლის 30 იანვრიდან „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 20 იანვრის №1 დადგენილების საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიზნით ბენეფიციართა განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №89/24 (მე-13 სართ).
- ქუთაისი, ირ. აბაშიძის №27, მესამე სართული;
- წყალტუბო, შ. რუსთაველის ქ. №25, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა, წარმომადგენლობის წყალტუბოს რაიონული განყოფილება;
- ბათუმი, გორგასლის ქ. №141, სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა;
- ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №35.
2017 წლის 15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტურ ჩასახლების ობიექტში ,,საჭკადუოს სკოლა” – აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა ერთი ოთახი. ხანძარი ლოკალიზებულ იქნა სახანძრო ბრიგადის გამოძახების შედეგად.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ძალისხმევით ოპერატიულად შეკეთებულ იქნა კორსანტიების საცხოვრებელი ფართის ჭერი და სახურავი.
აღნიშნულ შენობაში, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს საქართველოს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა (2016 წ.), ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილი ოთხი ოჯახი. ოთხივე ოჯახი ითხოვს ბინით დაკმაყოფილებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის” საფუძველზე წარმომადგენლობებში დაიწყო განცხადებების მიღება. განცხადებები მიიღება შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №89/24 (მე-13 სართ);
- ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №27, მესამე სართული; (ბათუმის, ქობულეთის და წყალტუბოს ოფისების დახმარებითაც ხდება განცხადების მიწოდება)
- ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №35.