
ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და დევნილთა ჩასახლების ობიექტებში, შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და სამმართველოს უფროსი რომან კოკაია, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ჩაჩავასთან ერთად 2017 წლის 24-25 მაისს იმყოფებოდნენ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთში, სადაც შეხვდნენ ორგანიზებულად ჩასახლებულ დევნილებს.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან, ამავე სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის უფროს ბადრი ქობალაძესთან და ქალაქ ბათუმის მერიის ა.ი.პ. ,, ბათუმის კორპუსის ” დირექტორ ზურაბ ნაკაიძესთან. საქმიან შეხვედრებზე განხილულ იქნა რეგიონში განსახლებულ დევნილთა პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.


ყოველი თვის ბოლო შაბათს, დილის 10.00 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, მამა ილია (კავსაძე) ატარებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პარაკლისს.
მიმდინარე წლის 27 მაისს ჩატარებულ ლიტურგიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესია მოინახულა. მან აფხაზეთის ხელისუფლებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა.
ტაძრის ტერიტორიაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრები იმყოფებოდნენ.
თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწყო.
2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს შემოწირულობის სახით ეკლესიის მშნებლობისთვის გაიღოს მისთვის სასურველი რაოდენობის თანხა და თავისი წვლილი შეიტანოს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშნებლობის პროცესში. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესშიც.


მიმდინარე წლის 2 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებს, დარეჯან ჩიქოვანს, ვარლამ ნარსიას, პაატა ლომიძეს და ბაკურ გოგიას დევნილთათვის სოციალური პროექტების განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერისა და თანადგომისათვის გადაეცათ ქ. თბილისის მერიის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები.


ამა წლის 28 აპრილს ქ. თბილისის ვაკის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ბავშვები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან, დაესწრნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლს ,, მე ვხედავ მზეს “.


2017 წლის 22-23 აპრილს, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკისა და აბაშის რაიონებში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების რამდენიმე ობიექტი დაზიანდა ძლიერი ქარის შედეგად.
სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის კოორდინაციით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან.


2017 წლის 21 აპრილს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დავით მიქავა და გიორგი ბულისკერია. წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მოადგილესა და სამსახურის უფროსებთან სამუშაო ვითარებაში შეხვედრისას, წარმოადგინეს ანგარიში დევნილთა დეპარტამენტის მიერ პირველ კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ და დასახეს მომავალი სამუშაო გეგმები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი 550-მდე დევნილ ოჯახს გადასცეს. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.


მიმდინარე წლის 12 აპრილს დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა, სადაც განხილულ იქნა მოქალაქე ა. ამირხანიანის ადმინისტრაციული საჩივარი. სხდომაზე შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მოსმენილ იქნა მათი პოზიცია , მოწმის სახით დაბარებულ პირთა ახსნა-განმარტებები და ადმინისტრაციული საჩივარი ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას” .


დიდუბეში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.
2017 წლის 7 აპრილს ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთიდან დევნილ ქველმოქმედ ბიზნესმენებთან ერთად დაათვალიერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის აპარატის უფროსმა ოთარ გარმელიამ, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მიქავამ დ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ივანე დოლიძემ, რომლებმაც განიხილეს ეკლესიის მშენებლობის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ გადაჭრაში აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების ჩართულობის პერსპექტივები.


2017 წლის 8 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელთა ხელშეწყობით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევებს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა 2017 წლის 28 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ქ. ზუგდიდში. შეხვდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 27 მარტს ქ. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გადაეცათ საცხოვრებელი ბინები. ასევე დაათვალიერეს ამავე ტერიტორიაზე მშენებარე ორი საცხოვრებელი კორპუსი.
რის შემდეგაც შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოებისა და დევნილთა პრობლემური საკითხების შესახებ. კ. კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.


2017 წლის 27 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ქ. ქუთაისში. დაათვალიერეს რა წყალტუბოში მიმდინარე მშენებარე ობიექტი. გაესაუბრნენ იქ მომუშავე დევნილებს და სამუშაოს მწარმოებლებს, რის შემდეგაც, შედგა სამუშაო შეხვედრა წარმომადგენლობის თანამშრომლებთან. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ გააკეთა ინფორმაცია საკურატორო რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. კ. კუჭუხიძემ, თავის მხრივ, გასცა დავალებები და წარმომადგენლობას გადასცა დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი ბუკლეტები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მოქმედი სოციალური პროგრამების შესახებ.


2017 წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილმა სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპორტულ – გასართობ ღონისძიებებში.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელშეწყობით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.
გამოკვლევები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდნენ „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები. ამ დღეების განამავლობაში მოქალაქეებმა მიიღეს ოჯახის ექიმის, ქირურგის, პედიატრის, დერმატოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და ოტოლარინგოლოგის მომსახურება. აგრეთვე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასინოსკოპიური გამოკვლევები.
სამედიცინო გამოკვლევების პარალელურად, დევნილებს უფასოდ დაურიგდათ სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
გამოკვლევების პროცესის მონიტორინგს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ახორციელებდნენ.
