მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასიჯვები მესტიასა და ჭუბერში ჩატარდა.
ორდღიანი სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა მიიღეს თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციური მომსახურება. ჩატარდა ექიმთა კონსულტაციები, გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდათ C ჰეპატიტის სკრინინგი.
ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი.
სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მევლუდ ჯაჭვლიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ვ.ხარებავას ქუჩა №52-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი ლიცეუმის შენობა) სახურავის მთლიანი რეაბილიტაცია.

 აფხაზეთიდან დევნილი 15 ბავშვი, ესპანეთში 2 თვიანი უფასო საზაფხულო დასვენების შემდეგ, 2017 წლის 28 აგვისტოს, ჩამოვიდნენ საქართველოში. თბილისში მათ დახვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა (რომელიც  უკვე წლებია მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში) და ბავშვების მშობლები.

დევნილთა საქმეების დეპარტამენტი მადლობას უხდის ამ პროექტის ორგანიზატორს „Finsol“-ის (სოლიდარობისა და ინტეგრაციის ფონდს ქ. მადრიდი, ესპანეთი), დევნილი ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი დღეების ორგანიზებისათვის.

დიდუბის რაიონში, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში. სამშენებლო პროცესებში მონაწილეობას ღებულობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. აფხაზეთის საზოგადოებრიობას სულიერ მხნეობასა და წმინდა გიორგის შეწევნას გისურვებთ.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ქ. ქუთაისში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტების დამდგენი კომისიის გასვლითი სხდომა. ეს აღნიშნული კომისიის პირველი გასვლითი სხდომა იყო რეგიონში, რასაც წინ უსწრებდა წარმომადგენლობისა და სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების ერთობლივი ინიციატივა – შეთანხმება, რაც ერთის მხრივ მიზნად ისახავდა ვეტერანის სტატუსის მაძიებელ მოქალაქეთათვის ქ. თბილისში კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემებისა და დისკომფორტის აღმოფხვრა-მოგვარებისა და მეორეს მხრივ რეგიონში განთავსებული ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა წინაშე არსებული პრობლემების გაცნობას.
კომისიას ხელმძღვანელობდა სსიპ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ჯანრი უბირია. სხდომაზე განიხილეს 33 ვეტერანის სტატუსის მაძიებლის საქმე, მათ შორის 17 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი იყო.
სხდომის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და ვეტერანთა წარმომადგენლები. სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რომლებზეც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი ხედვები, სამსახურის ხელმძღვანელებმა გასცეს გარკვეული განმარტებები და უპასუხეს ვეტერანთა წარმომადგენლების შეკითხვებს.

2017 წლის 9 აგვისტოს, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ-ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობაში უკვე მეორედ შედგა შეხვედრა ქ.ქუთაისში განთავსებულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. შეხვედრაზე წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც სამინისტროს მიერ დადგენილი კატეგორიის მქონე დევნილთათავის, უფასო მედიკამენტების გაცემას ითვალისწინებს. თავის მხრივ, ამხანაგობების თავმჯდომარეებმა წამოწიეს ის პრობლემები, რომელიც შესაბამის კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში დგას. პრობლემები არის როგორც საყოფაცხოვრებო-კომუნალური ხასიათის, ასევე, მოიცავს ამხანაგობებსა და მერიასთან უთიერთობის ხარვეზებს. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჩაინიშნა და კონტროლზე აიყვანა მათი გადაწყვეტის საკითხი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, ეტლები იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 დევნილს გადაეცა.

ეტლების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია, აგრეთვე იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ესწრებოდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის წარმომადგენლობებში  ,, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  (დევნილის სტატუსის მაძიებელი)  პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების  ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.

სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით  განხილულ იქნა  აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა  და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 23 თებერვლის  (ოქმი # 15)  დადგენილების გაუქმებისა და  კ. გარდანისთვის  1993 წლამდე აფხაზეთში მუდმივად მცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნა კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

2017 წლის 27 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს, დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების და დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან.

თათბირზე განხილულ იქნა ქ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ორგანიზებულ ჩასახლებებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების და უკვე მოქმედ ამხანაგობებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების გზით, დევნილთა პრობლემური საკითხების ეფექტური გადაწყვეტის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების თანამშრომლების სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტების საკითხი. ასევე დაისახა შექმნილი ჯგუფების მიერ გასატარებელი კონკრეტული ღონისძიებები და  ერთობლივი  სამოქმედო გეგმები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით, ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დადგენილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, ბენეფიციართათვის სოციალური დახმარების მოცულობა გაიზარდა.

აღმოსავლეთი საქართველო — საანგარიშო პერიოდში განხილული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 513 განცხადება/514 ბენეფიციარი. საერთო ჯამში გაიცა 74250 ლარი.
იმერეთი — საანგარიშო პერიოდში განხილული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 219 განცხადება/ბენეფიციარი. საერთო ჯამში გაიცა 30 000 ლარი.
სამეგრელო — საანგარიშო პერიოდში 2017 წლის 6 თვეში კომისიურად დაკმაყოფილდა 308 განცხადება/ბენეფიციარი. საერთო ჯამში გაიცა 42 000 ლარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსების პროგრამა წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 2017 წელს 29 400 ლარი შეადგინა.
2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით:
სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 6 ობიექტში ჩაატარა მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:
ა) ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, კოლექტიურ ჩასახლება „რესტორან“-ში მოხდა შენობის ნაწილობრივი გადახურვა, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 495 ლარი.
ბ) ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ყოფილი „ბაგა-ბაღის“ შენობაში მოხდა საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 420 ლარი.
გ) ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ყოფილი „საწარმოო კომბინატში“ პირველ კვარტალში მოხდა სახურავის ნაწილობრივ გამოცვლა (60 კვ.მ.), სამუშაოების ღირეულებამ შეადგინა 535 ლარი. სახურავის დარჩენილი ნაწილის გამოცვლა მოხდა მეორე კვარტალში, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 263 ლარი.
დ) ქ. ზუგდიდის მექაღალდეთა ქუჩა №26-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის „ვექტორის“ შენობაში მოხდა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული კარ-ფანჯრისა და სახურავის გამოცვლა, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 745 ლარი.
ე) ქ. ზუგდიდის კოსტავას ქუჩა №30-ში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის „რაიონული საავადმყოფოს“ შენობაში მოხდა 30 ტონიანი წყლის ავზის დამონტაჟება, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინდა 795 ლარი.
ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის გამოცვლა, სამუშაოების ღრებულებამ შეადგინა 260 ლარი.
იმერეთის წარმომადგენლობის შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 6 ობიექტში ჩაატარა მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:
ა) ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №41-ში, ყოფილი აეროპორტის ადმინისტრაციის შენობაში, მე-4 სართულზე ალაგ-ალაგ ჩამონგრეული იყო აივანი. მოხდა აღნიშნული აივნის (3,72 კვ.მ.) რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 793,80 ლარი.
ბ) ქ. ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩა №27-ში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ბაგა-ბაღში მოხდა არსებული გატეხილი წყლის რეზერვუარის დემონტაჟი და ახალი ავზის მონტაჟი, არსებული წყლის რეზერვუარის დსადგამის დემონტაჟი და ახალი დასადგამის მონტაჟი, აღნიშნული სამუშაოების ღრებულებამ შადგინა 797,68 ლარი.
გ) ქ. წყალტუბოში, წითლანაძის ქუჩა №2-ში მდებარე დევნილთა ჩასახლება სანატორიუმ „სამგურალში“ საჭირო იყო ახალი საკანალიზაციო მილების მონტაჟი. შეძენილ იქნა შემდეგი სამშენებლო მასალები: მილი (100*3 მმ) – 8 ცალი, მილი (100*1 მმ) – 4 ცალი, ქურო 100 (მმ) – 4 ცალი, მუხლი 100 (მმ) – 4 ცალი, სილიკონი – 1 ცალი.
აღნიშნული სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა 792,40 ლარით.
დ) ქ. თერჯოლაში, შ.რუსთაველის ქუჩა №69-ში დევნილთა კომპატქურ ჩასახლება ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარდაფში წვიმის დროს გროვდებოდა ნაწვიმარი წყალი, რის გამოც საჭირო გახდა წყლის ტუმბოს დამონტაჟება. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 487,27 ლარი.
ე) ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა №26-ში, ყოფილი ნიკეას მუნიციპალიტეტის შენობაში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის სარდაფიდან ფეკალური მასის ამოტუმბვა-გატანისა და საკანალიზაციო ჭის შეკეთების დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნა 450 ლარი.
ვ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის დიდი ჯიხაიშის თემის აგრარული ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის ფოიეს ფანჯრებში მინის ჩასმის მომსახურეობის დასაფინანსებლად გამოყოფილი იქნა 426,80 ლარი.
აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის შესაბამისმა კომისიამ განიხილა და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 5 ობიექტში ჩაატარა მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ:
ა) ქალაქ თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა №3-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ამხანაგობა „აფხაზეთში“ მოხდა კიბის უჯრედში ხის ფანჯრის ჩასმა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟი, რისთვისაც გამოიყო 500 ლარი.
ბ) ქ. თბილისში, გელოვანის ქუჩა №4-ში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება „ტურიზმის მრავალდარგოვან კოლეჯში“ მოხდა ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შცვლა, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 750 ლარი.
გ) ქ. ხაშურში, ლომოურის ქუჩა II ჩიხი, №31-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა კიბის უჯრედში 2 ხის ფანჯრის გამოცვლა და მეტალოპლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება, რისთისაც გამოყოფილ იქნა 400 ლარი.
დ) ქ. თბილისში, გლდანის I მ/რ-ის კ. 2 „ბ“-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მოხდა სახურავის წყალსაწრეტი მილებისა და ღარების მონტაჟი, რისთვისაც გამოყოფილი იქნა 794,08 ლარი.
ე) ქ. თბილისში, გლდანის მე-7 მ/რ-ის კ. 10 „ა“-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლება ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაში მოხდა დაზიანებული სახურავის წყალსაწრეტი მილების დემონტაჟი/მონტაჟი.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გიორგი ბულისკერიამ და წამომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოკაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართეს. შეხვედრაზე აგრეთვე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და განიხილეს კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებაში დახმარების გზები.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ წარმოადგინა უწყების მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

მიმდინარე წლის 17 ივლისს  აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა  გიორგი ბულისკერიამ და დავით მიქავამ, წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა რომან კოკაიამ   იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში  გამართეს სამუშაო შეხვედრა.  სამუშაო შეხვედრაზე მოხდა წარმომადგენლობის 6 თვის მუშაობის შეჯამება და   საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად . აღნიშნულის გარდა გარკვეული მითითებები მიეცა წარმომადგენლობების მუდმივმოქმედ კომისიებს სათანადო ინფორმაციების მიწოდების ვადებთან და სიზუსტესთან დაკავშირებით.

დღეს, 13.00 საათზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით გაიმართა თათბირი.  თათბირზე განიხილეს მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა  საკითხები და დასახეს პრობლემების გადაჭრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.