- მთავრობის აპარატი
- განათლებისა და კულტურის სამინისტრო
- ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
- ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
- იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
- იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
- წარმომადგენლობა ზემო აფხაზეთში
ახალი ამბები
2018 წლის 3 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი”.
კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას,
კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და ინიციატივით თბილისი არტ ჰოლის ხელმძღვანელობის კეთილი ნებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის ჩატარდა კონკურსი, სადაც შეირჩა ხელოვნების სტუდიისთვის მოზარდები, რომლებიც სხვადასხვა წრეებში დაეუფლებიან სრულიად უფასოდ ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს, საბალეტო ხელოვნებას და მხატვრულ კითხვას.
მიმდინარე წლის 28 აპრილს ლტოლვილთა დანიის საბჭოს თბილისის ოფისში გაიმართა ტრენინგი თემაზე „პრობლემების იდენტიფიცირება, სტრატეგიულ დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება და საპროექტო განაცხადის მომზადება“.
ტრენინგს ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაწესებულებათა წარმომადგენლები.
ტრენინგის მიზანი იყო, მონაწილეებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ როგორიცაა: საპროექტო განაცხადის ლოგიკური მოდელის შემუშავება, დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, საპროექტო საქმიანობის დაგეგმვა, რისკების ანალიზი,
და ბიუჯეტირება
ტრენინგი ჩატარდა პროექტის “დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების თაოსნობით, დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად დახმარება გაეწია ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ გერგაულების ოჯახს.
ერთიანი ძალიხმევით შეგროვდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი, საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთები.
განყოფილების თანამშრომლებმა სურვილი გამოთქვეს, საკუთარი სახსრებით დახმარება გაეწიათ ოჯახისათვის სურსათით.
განყოფილების უფროსმა მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს ამ კეთილ საქმეში წვლილის შეტანისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქ. №21-ში, ყოფილი „აისის“ საწარმოს შენობაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე სასმელი წყლის ელ. ძრავის მონტაჟი.
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:
1. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევების (სხვადასხვა სახეები) კომპონენტი – ნინო გულუა, 577 092551;
2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევების კომპონენტი – ნინო გულუა, 577 092551;
3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია, ციფრული რენტგენოგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტი – გულნაზ თოდუა, ტელ. 551544350 ;
4. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტი – ლელა დუნდუა, 577 09 25 23;
5. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტი – თეა კოხაძე, 577 09 25 73;
6. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების კომპონენტი – ქეთევან გვარამია. 577326893.
7. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის მხედველობის ორგანოს სკრინინგული გამოკვლევების კომპონენტი – ნუნუ ერქვანია, 577 092533;
8. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის სისხლის მიმოქცევის სისტემის სკრინინგული გამოკვლევების კომპონენტი – თინიკო ზუხბაია, 577 092476;
9. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ამბულატორიული დახმარების პროგრამის ლაბორატორიული კვლევების კომპონენტი – დალი დგებუაძე, 577092564;
10. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა (მეუღლე) ჰოსპიტალური დახმარების პროგრამის გეგმიური კორონარული ანგიოგრაფიის კომპონენტი – თინიკო ზუხბაია, 577 09 24 76.
სოციალური დაცვის მიმართულებით:
* აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში. შესაძლებელია ერთდროულად 14 პირის დროებითი დაბინავება.
საკონტაქტო პირი ქ. თბილისში – ნონა მორგოშია, ტელ.: 577 09-25-48
საკონტაქტო პირი ქ. ქუთაისში – ალუ გამახარია, ტელ.: 599 55-20-64
* ერთჯერადი მატერიალური დახმარებების (150 ლარის) გაცემა შემდეგ კატეგორიებზე:
– მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე – 150 ლარი;
– მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე – 150 ლარი;
– მარჩენალდაკარგულებზე (თანხა გაიცემა გარდაცვლილის ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე) – 150 ლარი;
– დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე (თითოეულზე) – 150 ლარი;
– ოთხი და მეტი არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე – 150 ლარი;
– 100 წელს გადაცილებულებზე (თითოეულზე) – 150 ლარი;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე და ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე (თითოეულზე) – 150 ლარი;
– სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე – კომისიური გადაწყვეტილებით არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
საკონტაქტო პირები:
აღმოსავლეთ საქრთველოში მცხოვრებ დევნილებისთვის – მურმან გოგია, ტ.: 599 85-50-89
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის – მაკა პოტაპენკო, ტელ.: 591 81-02-10
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილებისთვის – დალილა თამაზოღლი, ტელ.: 599 87-38-70
* დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა. თითოეული შემთხვევა ფინანსირდება არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.
საკონტაქტო პირები:
აღმოსავლეთ საქრთველოში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის – ლევან ბარათელი, ტელ.: 599 47-79-22
სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის – ბიძინა გამისონია, ტელ.: 591 81-02-18
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის – თემურ წულაია, ტელ.: 595 01-60-61
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამები და კოორდინატორები
აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება:
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, სწავლის პერიდოში 2 ჯერ.
ავტორიზებული პროფესიული საგანამანათლებლო დაწესებულების სტუდენტების თანადაფინანსება 300 ლარის ოდენობით სწავლის პერიოდში 2 ჯერ.
აფხაზური ფილოლოგიის სტუდენტების თანადაფინსება 1000 ლარით.
კოორდინატორები მედიკო კვარაცხელია, ტელ: 577 09 22 29, ხათუნა შონია, ტელ: 577 09 22 39
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
კოორდინატორი- ბესიკ ოდიშარია, ტელ: 577 09 22 30;
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დაწესებულია დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია.
სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს, ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის – თვეში 150 ლარს. სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში(ათი თვე)
კოორდინატორი – ნინო ლობჟანიძე, ტელ: 595-34 33 20;
“საზაფხულო ბანაკი”
აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების 32 ახალგაზრდისათვის საზაფხულო ბანაკის ორგანიზება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
კოორდინატორი – ნინო ლობჟანიძე, ტელ: 595 34 33 20;
სპორტულ ინციატივათა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში დევნილი სპორტსმენების მონაწილეობის მხარდაჭერა.
კოორდინატორი ბეჟან ქვილითაია, ტელ: 599 92 50 50;
წელიწადში ერთხელ გამოჩენილი სპორტსმენებისა და სპორტის დამსახურებული მუშაკების დაჯილდოვება ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით.
კოორდინატორი – მამუკა ჟვანია, ტელ: 599 19 08 49;
გალის რაიონის (კონფლიქტის ზონა) სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.
კოორდინატორი – ნარგიზა ფაცაცია, ტელ; 599 85 54 50;
“სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება”
კოორდინატორი: მედიკო კვარაცხელია 577 09 22 29;
აფხაზეთის მოზარდები მედიაპროექტში „ეტალონი”
კოორდინატორი: მედიკო კვარაცხელია 577 09 22 29 ირმა გოგოლაძე 599 855 456;
“კარიერის დაგეგმვა, პროფესიული ორიენტაცია და სახელობო სწავლება სკოლებში”
კოორდინატორი: ანა ხელაია – 577 09 22 37, ნარგიზა ფაცაცია – 599 855 450;
“თანაბარი შესაძლებლობები – თანაბარი მზრუნველობა‘’
კოორდინატორი: მედიკო კვარაცხელია 577 09 22 29 ირმა გოგოლაძე 599855456;
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
კოორდინატორი: ნინო ლობჟანიძე 595343320 / მედიკო კვარაცხელია 577 09 22 29;
შეხვედრები ღვაწლმოსილ პედაგოგებთან; მედალოსან კურსდამთავრებულებთან; წარმატებულ სტუდენტ-ახალგაზრდობასთან;
კოორდინატორი: მედიკო კვარაცხელია 577 09 22 29 ხათუნა შონია 577092239;
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომელთა პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარების ტრენინგები
კოორდინატორი: ნინო ლობჟანიძე – 595343320;
2018 წლის 18 აპრილს დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების თანამშრომლები შეხვდნენ ქ. თბილისში ართ-ჰოლის ხელმძღვანელობას, სადაც დაიგეგმა აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებო მიმართულებით ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
2018 წლის 5 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პირებს: აფხაზეთის ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და ვეტერანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს, ოთხ და მეტ არასრულწლოვანშვილიან ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულებს, შშმ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ომში შვილდაღუპულ დედებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და ამავე უწყების თანამშრომლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მადლობის სიგელით საქველმოქმედო მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველი პირების კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის.
საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.
2018 წლის 3 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ურთიერთმისაღები საფუძვლით გაფორმდა მემორანდუმი. მემორანდუმის მეშვეობით მხარეებმა გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა, გაუზიარონ ერთმანეთს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის შეხედულებები და გამოცდილებები და აიღეს ვალდებულება, ჰქონდეთ მუდმივი და მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან, უზრუნველყონ ინფორმაციების გაცვლა დევნილთა დასაქმებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა №4ა-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შენობის ორი სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.
მიმდინარე წლის 31 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებით, ქ. თბილისში არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტს „თბილისი მასპინძლობს ტალანტებს“ დაესწრო აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 20 (ოცი) მოზარდი.
2018 წლის 30 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ჩატარდა თათბირი, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის №220 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად დეპარტამენტში მიმდინარე წლის 27-30 მარტს ჩატარებული საჯარო მოხელეების შუალედური შეფასების პროცესი და შედეგები.
მიმდინარე წლის 28 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბულისკერიამ და წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოკაიამ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში გამართეს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე და აქტუალური საკითხები.