მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

დიდუბეში, ვახუშტის ხიდსა და ელიავას    მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს   კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და ამავე უწყების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობაში და ეს პროცესი პერიოდულად მშენებლობის დასრულებამდე გაგრძელდება.

4 ივნისს,  კინოთეატრ ,,კავეა ისთ ფოინთში’’,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 30 ბავშვი დაესწრო ფილმის ჩვენებას ,, სუპერ აგენტი ძაღლები’’.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  1 ივნისს,      აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილების ორგანიზებითა და   ვაკის რაიონის გამგეობასთან კოორდინირებული მუშაობით,  აფხაზეთიდან დევნილი 6 დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები  ვაკის პარკში სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ. ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩვენი ბავშვებისთვის.201

მიმდინარე წლის 31 მაისს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლებმა   ქ. თბილისში,   ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში გეგმიური მონაწილეობა მიიღეს.

ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები , რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.

ბავშვთა  დაცვის  საერთაშორისო  დღის  აღსანიშნავად,  1 ივნისს  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის  გამგეობა  ვაკის პარკში,  გამგეობის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა გასართობ ღონისძიებაზე ეპატიჟება ვაკის რაიონში დროებით მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ მოზარდებს.

2018 წლის 30 მაისს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ დავით მიქავასთან   გაიმართა თათბირი. დღის წესრიგის გარშემო მოხსენებით გამოვიდა  დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი ბულისკერია.  თათბირს ესწრებოდნენ აპარატის უფროსი თამაზ ხასაია,  წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მოადგილე პაატა ძანძავა,  უფროსი სპეციალისტი  ვარლამ ნარსია,  აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე, წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი  ვალერიან კვინიკაძე.

თათბირზე განიხილეს მთავრობის წარმომადგენლობის წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა  საკითხები და დასახეს პრობლემების გადაჭრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

2018  წლის  22  მაისს  ,,აფხაზეთის დღესთან” დაკავშირებით დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე  მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებითა და სოხუმის დრამატული თეატრის ხელშეწყობით  ქ. თბილისში განსახლებული  30-მდე სოციალურად დაუცველი  აფხაზეთიდან დევნილი მარჯანიშვილის თეატრში  დაესწრო  სპექტაკლს  ,, მილიონრები ”.

2018 წლის 10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და შპს „ოცნების სამყაროს“ (ჭიტა) შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის პირობების თანახმად დევნილთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ცხადდება ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:

1. მოლარე-კონსულტანტი

2. დირექტორის ასისტენტი

3. ლოჯისტიკის კოორდინატორი

იხილეთ მოთხოვნები:  ვაკანსია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე:
hr@chita.ge ან devnilta.info@gmail.com

საკონტაქტო პირი: ხაზალია ნინო. ტელ: 599-85-53-02

 

2018 წლის 10 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში დევნილთა საქმეების დეპარტამენტსა და შპს ,,ოცნების სამყარო’’-ს –  სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა”-ს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძემ და შპს „ოცნების სამყაროს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლალი ბალახაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია  დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით  შპს ,,ოცნების სამყარო’’-ს სათამაშოების  მაღაზიათა ქსელ „ჭი-ტა”-ში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება.

მემორანდუმის გაფორმებას  ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია და განყოფილების უფროსი ნინო ხაზალია.

14 სექტემბერს სასტუმრო ამბასადორში, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ სამეთვალყურეო საბჭოს დასკვნითი საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ პროექტის ძირითადი კომპონენტების, მიღწევებისა და გამოწვევების შეჯამება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ლტოლვილთა რეგიონალური კოორდინატორი – ჯონათან ჰაიესი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მურად აბლოთია, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი – მერი კოჭლამაზაშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის დირექტორი – ვინსენტ დონტოტი, ლდს-ს სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერი – ნინო ხოხობაია, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მათ შორის გარდაბნის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი, პროექტის მონაწილე ტრენერები და დევნილთა თემების წარმომადგენლები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის ადვოკატირების კამპანიის „ერთად დევნილებისთვის“ ფარგლებში მომზადებული ვიდეოების ჩვენებაც. ღონისძიების საბოლოო ნაწილი წარიმართა დასკვნითი შეფასებებისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პროექტი მიმდინარეობდა 2017 წლის სექტემბერიდან და ფინანსდებოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობს:

სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობა.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს სამართლებრივი დახმარების განყოფილებას.

განყოფილების უფროსი გიორგი პარკაია

ტელ.: 599855124
222-12-05

ელ. ფოსტა: giorgiparkaia1@gmail.com
მისამართი: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის ქ. N17 ე.

იხილეთ ლინკი: http://abkhaziajustice.gov.ge

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და  გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა  ქ. ქუთაისში, ასათიანის ქ. №21-ში, ყოფილი სასტუმრო „თბილისი“-ს შენობაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტზე  სასმელი წყლის ავზის შეკეთება.

2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო  „ბეტს“-ში პროექტის „დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ ფარგლებში შედგა საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია დევნილთა საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მექანიზმების შემუშავება, ფინანსური რესურსების ეფექტურად ბიუჯეტირებისათვის (ფინანსური დახმარების დუბლირებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის)  საჭირო ღონისძიების დასახვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

2018 წლის 4 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფო წარმომადგენლები, უცხო სახელმწიფოების ელჩები და ატაშეები, გარდაცვლილი ვეტერანების ოჯახის წევრები, აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი თანამშრომლები.