მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია იმერეთის რეგინოში მცხოვრებ დევნილებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებსა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის ამოცანები. დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა კერძო სადაზღვეო კომპანიებსა და დევნილთა პოლიკლინიკების ურთიერთობაზე, თუ რა პრობლემებს აწყდება დევნილი მოსახლეობა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ასევე, ყურადღება გამახვილდა საყოველთაო დაზღვევის გეგმიურ პროგრამაზე. გამოიკვეთა დევნილ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისა და მათი სოციალური პრობლემების მოგვარების საკითხებში აქტიური ჩართულობის აუცილებლობა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხზე  და ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკვაშირებით დევნილთა შეკითხვებს უპასუხა. ასევე, სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, კერძოდ კი იმერეთის რეგიონში დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამებიც გააცნო.

იძლებით გადაადგილებულმა პირებმა ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილთა პოლიკლინიკების რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა ითხოვეს.

შეხვედრას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები რაისა ქარაია, ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.