აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ქუთაისში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი განხორციელდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შერვაშიძის ქუჩაზე მოეწყო, სადაც, დღეიდან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი იცხოვრებს.
მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.