აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ჰოლში პირველად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რამინ აფაქიძეს, ელდარ ქავშბაიას, ირმა გელანტიასა და დათო მარკოზიას ნახატები. პარალელურად, აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების შემოქმედების ამსახველი პერსონალური კატალოგების პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგში, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის - „კულტურის განვითარების მხარდაჭერა" ფარგლებში გამოიცა თითოეული მხატვრის 30-მდე ნამუშევარია შესული.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი დაესწრნენ.