მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელ დოქტორ სილვიუ დომენტეს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სეზონური ინფექციებისა და სხვა გავრცელებული დაავადებების გახშირებული შემთხვევები განიხილეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან ხაზი გაესვა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიზნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ამ მიზნით სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობაზე.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.