მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსლან აბაშიძე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ და ეროვნულ დონეზე მისი იმპლემენტაციის თაობაზე იმსჯელეს. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრო.

სხდომაზე კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ივანე აბრამაშვილმა ანგარიში „ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება“: სიტუაციის ანალიზი საქართველოში და წინადადებები გამოწვევების დასაძლევად“ წარადგინა.

მომხსენებელმა სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას ახალგაზრდების გაძლიერების, პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია გააცნო და კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა.

გაერთიანებული სხდომის მუშაობაში პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.