მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ამსტერდამში საკვირაო სკოლა მოინახულეს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ამსტერდამში მდებარე საკვირაო სკოლა „სიხარული“ მოინახულეს, სადაც ქართველი ემიგრანტები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობასა და აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციას გაესვა ხაზი.  

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა სკოლას აფხაზეთის თემატიკის წიგნები, ქართული ლიტერატურა და სპეციფიკური გზამკვლევები გადასცეს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, რუსლან აბაშიძე და გიორგი გაბედავა ამსტერდამის ჯვართამაღლების ქართულ ეკლესიაში საკვირაო წირვას დაესწრნენ.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.