აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 40 ბავშვი საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე დასასვენებლად გაემგზავრა.
10-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხალკიდიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში არსებულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ.
ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის ფარგლებში მათთვის სხვადასხვა სახის ექსკურსიები მოეწყობა. დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ.
მოზარდებს საბერძნეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გააცილეს. აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები საქართველოში 4 სექტემბერს დაბრუნდებიან.