აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლას ეწვივნენ. ვახტანგ ყოლბაიამ სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-მდე მოზარდი სწავლობს. მოსწავლეებს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს საჩუქრად ასევე ნეტ-ბუქები გადაეცათ.