მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, რომლებიც 20 წლის წინ, სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ინციდენტს 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრანგი ჟურნალისტი. სიკვდილს 19 მგზავრი გადაურჩა.

ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაო და მიუსამძიმრეს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.