მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის საჯარო მოსამსახურეებისადმი

2013 წლის 27 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოგმართავთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის თითოეულ თანამშრომელს, რომ დაიცვათ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და გაითვალისწინოთ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი შემდეგი შეზღუდვები:

  1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები. აგრეთვე სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმრთველოების ხელმძღვანელები. (24-ე მუხლის მე-5 პუნქტი „ე" და „ვ" ქვეპუნქტი) ;
  2. იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში), რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება (24-ე მუხლის მე-6 პუნქტი) ;
  3. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს (45-ე მუხლი მე-4 პუნქტის „თ" ქვეპუნქტი) ;
  4. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება უწყების შენობაში (45-ე მუხლის მე-5 პუბქტის „ა" ქვეპუნქტი) ;
  5. აკრძალულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე/პრეზენტაციაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა, აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად (45-ე მუხლის მე-7 პუნქტი) ;
  6. აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა ადმინისტრაციული შენობის ინტერიერებსა და ექსტერიერებში (46-ე მუხლის მე-2 პუნქტი) ;
  7. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც მათ შორის გულისხმობს საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების აკრძალვას (48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტები) ;
  8. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა ან კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც მათ შორის გულისხმობს, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას, ასევე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას (49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტები)

გარდა ზემოაღნიშნულისა, მკაცრად უნდა იყოს დაცული საქართველოს საარჩევნო კოდექსის ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებასთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არჩევნებთან დაკავშრებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირების მიმართ შეიძლება გატარდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.