მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 25-ე რაუნდი გაიმართება

ჟენევაში ქართული დელეგაცია უკვე გაემგზავრა, რომელიც 5-6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 25-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ყოფილი სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და სხვა უწყების ოფიციალური პირები.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენები იქნება. საუბარი ასევე შეეხება დევნილთა დაბრუნებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებს.