მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
გალის რაიონის რესურცენტრის ორგანიზებით კულტურის ცენტრ „მუზა“-ში შემოქმედებითი საღამო „სამურზაყანო - იმედის ხიდი“ მოეწყო

კულტურის ცენტრ „მუზა"-ში შემოქმედებითი საღამო „სამურზაყანო - იმედის ხიდი" მოეწყო, რომელიც უძველესი წარსულიდან დღემდე გალის რაიონის საგანმანათლებლო ისტორიას ეძღვნებოდა.

საღამოზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც გალის რაიონში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს ასახვდა. გალის რაიონისა და აფხაზეთის #2 სახელოვნებო სკოლის ანსამბლების მონაწილეობით ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდა. ასევე, გაიმართა დევნილი პედაგოგების მზია ხორავასა და კლიმენტი ქობალიას წიგნის „დადუმებული ცოდნის ტაძარი" -ს პრეზენტაცია, რომელიც გალის #2 საშუალო სკოლის ისტორიას მიეძღვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით წიგნის ავტორები დაჯილდოვდნენ.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრო.

30 ნოემბერს გალის რაიონის სკოლებიდან ჩამოსული მოსწავლეები მცხეთაში, ისტორიული ადგილებს დაათვალიერებენ, ეწვევიან თბილისის ზოოპარკს და მთაწმინდის პარკს.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.