მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
თბილისი მარიოტის გალერეა „შარდენში" აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოზარდთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

დღეს, თბილისი მარიოტის გალერეა „შარდენში" აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოზარდთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დასწრნენ.

გამოფენაზე, რომელიც პროექტის „ახალგაზრდული მხარდაჭერის პროგრამა'' ფარგლებში მოეწყო 50-მდე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა 6 და 7 დეკემბერს გაიმართება და შემოსული თანხა პროექტში მონაწილე დევნილ მოსწავლეებს მოხმარდება.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი მოძრაობის „ახალი იდეა" ორგანიზებით იმართება.