მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის განვითარება“ აქცია - „კავკასიური ძმობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება“ გამართა

გმირთა მოედანთან არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის განვითარების" ორგანიზებით აქცია - „კავკასიური ძმობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება" გაიმართა. აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სპეციალური დაფები მოხატეს.

აქციას, რომელიც კავკასიელ ხალხთა ძმობასა და ერთობას მიეძღვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები შეუერთდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის საერთო-კავკასიური ერთობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დემოკრატიული განვითარების მოწოდების გადაცემა.