მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე აღინიშნა

დღეს, ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა პატივსაცემად, ვაშლიჯვარში ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანეზე“ იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავთ გვაძაბია. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფერაძე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.