მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა დედებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა დედებს შეხვდა და მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის თავმჯდომარე ყველას ინდივიდუალურად გაესაუბრა, მათი პრობლემები მოისმინა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კუჭუხიძე, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია დაესწრნენ.