მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე „ბიზნესინკუბატორს“ ეწვივნენ

დღეს, აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე სსიპ „ბიზნესინკუბატორს" ესტუმრნენ. „ბიზნესინკუბატორში" ამჟამად ფუნქციონირებს მონღოლური მწვანე ჩაის ქარხანა და სხვადასხვა ნაკეთობების საწარმო. აღნიშნული საწარმო მერხებსა და ნაგვის ურნებს აწარმოებს. გარდა ამისა, „ბიზნესინკუბატორში" მიმდინარეობს სასათბურე კონსტრუქციების დამონტაჟება, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა, დაგეგმილია კადრების მომზადების და გადამზადების სასწავლო ცენტრის ამოქმედებაც.

ვახტანგ ყოლბაია და გივი ჭიჭინაძე გაეცნენ სასათბურე კონსტრუქციის მშენებლობას, სადაც მოიყვანენ მარწყვს, ყვავილებს, ადგილზე იქმნება სამშენებლო მასალების შემნახველი საწყობი, ასევე სასწავლო სადემონსტრაციო ცენტრი და მაღაზია, სადაც ჩაის დაგემოვნება და შეძენა იქნება შესაძლებელი. შენობაში ასევე შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილთათვის რეფერალური ავადმყოფების მისაღები. იმერეთის გუბერნატორმა აფხაზეთის მთავრობასა და ბიზნესინკუბატორს ხელშეწყობა აღუთქვა.

„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომრესთან ერთად დღეს გავეცანი ბიზნესინკუბატორს. მართლაც ძალიან საინტერესო ბიზნეს-გეგმებია დასახული.ტერიტორია ძალიან დიდია და ძალიან კარგი პროექტები ხორციელდება. პროცესში ჩართულნი არიან არა მხოლოდ დევნილები, არამედ ეკომიგრანტები და ერთობლივად ხდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც საქართველოში ალბათ არსად არ არის. ვფიქრობ, უნდა ჩავრთოთ სხვადასხვა ორგანიზაციები და ერთად გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც ბიზნესინკუბატორს უკვე აქვს". - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ აფხაზეთის მთავრობამ რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დასახული პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მისივე თქმით, „ბიზნესინკუბატორი" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და წამყვანი საწარმოა დევნილთა დასაქმების კუთხით.

„იმერეთში ჩვენ გვყავს საკმაოდ მოტივირებული, წარმატებული არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ერთ-ერთი სსიპ „ბიზნესინკუბატორია", რომელსაც ალუ გამახარია ხელმძღვანელობს და რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. შენობა აფხაზეთის მთავრობამ სარგებლობის უფლებით  ერთი წლის წინ გადავეცით "ბიზნესინკუბტორს". როგორც ხედავთ სამუშაოები სრული სვლით მიმდინარეობს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტების განხორციელებისთვის მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა არ არის საკმარისი. ამ მიზნით, გუშინ გვქონდა შეხვედრა იმერეთის გუბერნატორთან, ბატონ გივი ჭიჭინაძესთან, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩვენთან ერთად მოენახულებინა სამუშაოები, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ გუბერნატორი ნანახით გაკვირვებულიც კი დარჩა. იმ საკითხებში, სადაც გვჭირდება მხარში ამოდგომა, მან სრული მხარდაჭერა აღგვითქვა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს  ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყდება დევნილთა ადგილზე დასაქმების  საკითხები. რაღა თქმა უნდა, ამ საქმეში ერთ-ერთი წამყვანია საწარმო,საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ბიზნესინკუბატორი". მიხარია, რომ ბატონ ალუს ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს პროფესიონალები, მცოდნე და გამოცდილი ადამიანები, რომლებთან ერთადაც, საერთო ძალიხმევით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის." - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.