მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ფესტივალმა „არტ-გენმა“ აფხაზეთის დღეს უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში აფხაზეთის დღე გაიმართა.

აფხაზეთის დღის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი“ და სხვა ინდივიდუალური შემსრულებლები. 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე ესწრებოდნენ.

ქართულ-აფხაზური ეროვნულ-კულტურული ფასეულობების წარმოსაჩენად, მუზეუმის ტერიტორიაზე გამოიფინა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალა.