მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
მცხეთაში ცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

25 ივლისს მცხეთაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს საოჯახო მედიცინის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია ორგანიზებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა, აფხაზეთიდან იგპ-თა სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა ექიმ-სპეციალისტებმა.

სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ოჯახის ექიმი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, ექიმი-ლაბორანტი, დერმატოლოგი.

აქციის ფარგლებში დევნილებს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლები ჩაუტარდათ და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები.

მცხეთაში სამედიცინო აქციის მიმდინარეობას მონიტორინგი აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ გაუწია.