მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ბათუმში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ცანავა და იმერეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა. აჭარაში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიც არის დასაქმება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საყოფაცხოვრებო ფართით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და განათლება. ვახტანგ ყოლბაიას და მთავრობის წევრების განმარტებით, ისინი დევნილების მიერ დასახელებულ პრობლემებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს აუცილებლად მიაწვდიან და მათ გადაჭრის გზებზე ერთბლივად იმსჯელებენ.

შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან ბათუმის შოთა რუთაველი სახელობი სახელმწიფო უნივერსიტეტში იმერეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.