მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ზუგდიდი ,,აფხაზეთობას“ სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 მაისს ზუგდიდი ,,აფხაზეთის დღეს" რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნავს. 10:00 საათზე მაცხოვრის კარის სახელობის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდს გადაიხდიან. 12:00 საათზე ზუგდიდის რაიონი სოფელი რუხში, ენგურის ცენტრალურ ხიდთან აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით სამშვიდობო ღონისძიება გაიმართება. 14:00 საათზე ,,აფხაზეთობის'' დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება შ. დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდება.

23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. 11:00 საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება აფხაზეთობის საზეიმო გახსნა და ოფიციალური მიღება, გაიმართება კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, აფხაზური კერძების დაგემოვნება, კონცერტები, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები. 09:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება. 10:30 საათზე გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.