მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის“ დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში „მუჰაჯირობის'' დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ფოტო-მასალა, სადაც ასახულია ის მოვლენები, რომელიც დიდი ტკივილის მომტანი იყო აფხაზებისა და ქართველებისთვის. გაიმართა ქართულ-აფხაზური ფოლკლორული საღამოც.

ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტან ყოლბაიამ გახსნა. მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი ოთარ ჟორდანია, პროფესორი, ისტორიკოსი ბეჟან ხორავა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის მოადგილე მანანა ანუა.

საღამოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდოამრე გია გვაზავა, მთავრობის წევრები, სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მინისტრის აპარატის, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება", ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.