მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
რუსთავში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა რუსთავში, ფალიაშვილის ქ. №24ა-ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები მოინახულეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

აქცია პროექტის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის ინიციატივით, რუსთავის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით მოეწყო.