მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმათა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სოფელ ვარიანში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გვირგვინით შეამკეს იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. მუზეუმის ეზოში მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია მოეწყო. ასევე ჩატარდა სპორტული და გასართობი თამაშები, გაიმართა კონკურსი ქართულ კალიგრაფიაში. 

ღონისძიებას დაესწრნენ  და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ვახტანგ ყოლბაიამ,  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მთავრობის წევრებმა და მუზეუმის დირექტორმა ნათია ადუაშვილმა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში იმყოფობედნენ ვარიანის ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი  დეპუტატი ზვიად დავითიძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ ბერკაციშვილი.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლები, ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების  აზერბაიჯანული სკოლებისა და კახის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები, სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოზარდები, ვარიანის ქორეოგრაფიული ანსამბლი. 

ღონისძიების მხარდამჭერებია: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია,  მოსწავლეთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთის", ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „ქურმუხული".

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსიპ კინოცენტრი „აფხაზეთი"-ის ორგანიზებით გაიმართა.