აფხაზეთის მთავრობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სამართლებრივ თემებზე მომზადებული პუბლიკაციები გადასცეს.
თბილისში მდებარე ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში (ართვინის ქ. №53) კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებდათ. იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს იურისტებმა მათ აღნიშნული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარების შესაძლებლობები გააცნეს.