მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
90 წელს წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან დევნილებსა და მრავალშვილიან ოჯახებს საშობაო ნობათი გადაეცემათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდი" და მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" 30 დეკემბერს მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს. აქციის ფარგლებში თბილისში მცხოვრებ 90 წელს გადაცილებულ დევნილებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, საერთო ჯამში 300-დე ოჯახს წინასაახალწლოდ საშობაო ნობათი გადაეცემა.

საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში ჩართულია კავკასიის ახალგაზრდული ალიანსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და სასწავლო დაწესებულებები.

პროექტის ინიციატორებია ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი. პროექტში აქტიურად ჩართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა უწყების თანამშრომელი.