მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ქ.ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ზუგდიდში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დევნილი მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დევნილის სტატუსის დამდგენ კომისიასთან გასაუბრებას გადიან. ვახტანგ ყოლბაია დევნილებს გაესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ოთარ გოგოხიასთან და შპს. ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელ თამაზ ჯანაშიასთან ერთად ახალი დევნილთა პოლიკლინიკის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფინანსებით შენდება და რამდენიმე დღეში დაიწყებს ფუნქციონირებას.