მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაია ,,ენგურჰესთან’’ დაკავშირებით რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმიანება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას, „ენგურჰესის“ საკიხთან დაკავშირებით ეხმიანება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ენგურჰესი“ საქართველოს ენერგოსისტემის ნაწილია და ეს უნდა გვესმოდეს, რადგან ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა  საქართველოს ტერიტორიაზე - გალისა და წალენჯიხის რაიონებში მიმდინარეობდა, რომელიც იმ დროს იყო საბჭოთა კავშირი და შემდგომ კი დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიული ერთეული.

„რამდენდაც მახსოვს, როცა გადაწყდა ენგურჰესის რეაბილიტაცია ამ სამუშაოების ჩასატარებლად ევროსტრუქტურებიდან 20 მილიონამდე ევრო გამოიყო და მიღწეულ იქნა შეთანხმება გამომუშავებული ენერგიის ნაწილის 40% მოხმარებოდა აფხაზეთის ტერიტორიას, ხოლო 60% დანარჩენ საქართველოს. სამწუხაროდ ჩვენ არ გვქონდა წვდომა თუ როგორ აისახებოდა „ენგურჰესიდან“ მიღებული თანხები აფხაზეთის ბიუჯეტზე, თუმცა ამის გარკვევა არ იქნება რთული საკითხი. სოხუმში ალბათ იციან, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება ხდება გიდროაგრეგატების მეშვეობით, რომლის ნაწილი მდებარეობს საბერიოში, ნაწილი კი სოფელ რეჩხში. კაშხალი კი, საიდანაც წყალი გვირაბით ამ ჰესებზე მიედინება წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში, ამ წყლის გარეშე კი ,,ჰიდროსადგური’’ ვერცერთ კილოვატ ენერგიას ვერ გამოიუმუშევებს. ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭიროა ორივე მხარის კეთილი ნება იმისათვის, რომ ჰიდროელექტროსადგურმა გამართულად იმუშაოს და დაცული იქნას ენლექტროენერგიის მომხმარებელთა ინტერესები“ - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.