გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის მთავრობის წევრები აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლების ნაწილს შეხვდნენ და საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, დადიანის ქ. #150 ა-ში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში ვახტანგ ყოლბაიასთან ერთად, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია იმყოფებოდა. ისინი იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური-ეკონომიკურ პირობებს გაეცნენ და დევნილებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშრებით საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის სხვა კომპაქტურ ჩასახლებებს (ალ. ყაზბეგის გამზირი და გ. ზაზიაშვილის ქუჩა) ესტუმრა და დევნილ ოჯახებს საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით და „აფხაზეთის ინვალიდ ბავშვთა კავშირის" მხარდაჭერით მოეწყო.