მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობამ ზუგდიდის რაიონში ჩასახლებულ 160 დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით ზუგდიდის რაიონში ჩასახლებულ დევნილებს ჰუმანიტარული ტვირთი გადაეცათ. დახმარება სულ 160-მა ოჯახმა მიიღო.

ჰუმანიტარული ტვირთი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს, ტექნიკური კოლეჯის ყოფილ შენობასა და ე.წ. ვექტორის შენობაში ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ გადასცა. მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დევნილებს შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა.