მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ და რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე დაესწრო.

მემორანდუმის თანახმად, კლინიკა პერიოდულად განახორციელებს დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ბენეფიციართა უფასო სამედიცინო მომსახურებას. პროფესიონალ ექიმთა ჯგუფი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო კონსულტაციებს გაუწევს და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ გამოკვლევას ჩაუტარებს.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველი სამედიცინო აქცია შაბათს, თბილისისი ზღვაზე არსებულ რამდენიმე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის ჩატარდება. აქციის ფარგლებში, კლინიკის ექიმები 800-მდე დევნილს უფასო სამედიცინო დიაკნოსტიკურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ.