მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში დევნილებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მედიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია, რეგონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბია, აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თენგო კვირტია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრე საზოგადოებას ტრადიციულად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 27 რაუნდი შედეგები გააცნო და იქ განხილულ ძირეულ საკითხებზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხი რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის, ასევე გალის რაიონში ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომელობის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, უახლოეს პერიოდში გადაწყდება პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის საკითხი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აფხაზური მხარის ნებით მიღწეულია შეთანხმება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ჰუმანიტარული საკითხების განხორციელებასა და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების შექმნას ითვალისწინებს.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო.