მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზის სპორტულ მოედანზე პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში სპორტული შეჯიბრება გაიმართა

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის დარბაზის სპორტულ მოედანზე, პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ ფარგლებში, საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით სპორტული შეჯიბრება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ბავშვი.

აღნიშნული პროგრამა 13 წელია მიმდინარეობს და ის უეფასა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და აფხაზეთის მთავრობის თანადაფინანსებით იმართება. მომავალ წელს პროგრამის უფრო გაფართოება და მასში ზუგდიდსა და ბათუმში მცხოვრები დევნილი ბავშვების სრულფასოვანი ჩართვა იგეგმება.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტალი ბენდელიანი ესწრებოდნენ.