მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ტრაგიკულად დაიღუპა ლორიკ მარშანია

ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა "მშვიდობიანი აფხაზეთის" კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლორიკ მარშანია დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა, იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.   იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა  ჟენევის მოლაპარაკებებში. ლორიკ მარშანიას ეკუთვნის სიტყვები: "მე აფხაზი ვარ და ამაყად ვამბობ, რომ ჩემი საქართველო აფხაზეთიდან იწყება".საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიქმნა დამკრძალავი სახელმწიფო კომისია, რომელშიც შედიან: გიორგი ბარამია, კობა სუბელიანი, დავით ალავიძე, თემურ იაკობაშვილი, გია გვაზავა, სვეტლანა ქეცბა, გიორგი ანჩაბაძე, ზურაბ ერქვანია, გივი ანჩაბაძე, ზურაბ ჩიქოვანი და ოთარ ჟორდანია.სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 17 და 18 აგვისტოსს,ჭავჭავაძის #75-ში (1 სადარბაზო, ბ #4). გამოსვენება ხუთშაბათს, 19 აგვისტოსს, 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან. ლორიკ მარშანიას დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.