მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
საქველმოქმედო აქცია დევნილებისათვის

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.

მთავრობის წევრებმა დღეს, გლდანის მე-5 მიკრორაიონის 140-ე ბაგა-ბაღში ჩასახლებული, სოციალურად დაუცველი, დევნილები მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.

გარდა ამისა, დახმარება აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებსა და აფხაზეთის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდებსაც გადაეცათ.

აქციის მხარდამჭერი კომპანიებია: შპს "იფქლი", "კოდა", "მითანა", "ტკბილი ქვეყანა", "კამპა", "ვაზი +".