მთავარი/სამინისტრო/მთავრობის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
მთავრობის აპარატი
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა. ასევე პირველად განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტუმრობა სოფელ ფოცხოეწერში სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თანმხლებ პირებთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული გადასცა.

შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია მონაწილეობდნენ.